29 შაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ეკონომიკა
16.03.2018 / 07:03
შრიფტის ზომა:

საქართველოს მოსახლეობის 25% იპოთეკურ სესხს ვერ იხდის

საქართველოში დღეის მდგომარეობით, იპოთეკით 287 ათასი ქონებაა დატვირთული, რომლის 70%-იც გაპრობლემებულია.

ამის შესახებ იურისტმა ბექა ფერაძემ რადიო "პალიტრას" გადაცემაში "საქმე" განაცხადა.

"287 ათასი რეგისტრირებული იპოთეკიდან დაახლოებით, 70%-მდე არის გაპრობლემებული. ეს მოსახლეობის არანაკლებ 25%-ს ეხება.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

2006 წლის შემდეგ სამოქალაქო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით კრედიტორსა და მოვალეს შორის დისბალანსი საკმაოდ გადაიხარა კრედიტორების მხარეს და ფაქტობრივად, მოვალეები დაუცველები რჩებოდნენ. ყველაფერი მოერგო იმისთვის, რომ კრედიტორებს რაც შეიძლება მარტივად მიეღწიათ მოვალის ქონების "ხელში ჩაგდებისთვის", - განაცხადა ფერაძემ.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, 287 ათასი იპოთეკიდან საბანკო ორგანიზაციების მხრიდან დაახლოებით, 42 ათასი იპოთეკური კრედიტია გაცემული.

"მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემთხვევაში აღნიშნული სტატისტიკა არ გვაქვს, რადგან მათი აღრიცხვა არ ხდება, თუმცა, ჩვენი ვარაუდით, მისოებს ბანკებზე ორჯერ მეტი ქონება ვერ ექნებათ იპოთეკით დატვირთული. შესაბამისად, გვრჩება დაახლოებით, 200 ათასი იპოთეკა, რომელიც ფაქტობრივად, ფიზიკურ პირებს შორის მოდის. მინიმალური იპოთეკის ღირებულება დაახლოებით, 10 ათასი დოლარია და გამოდის, რომ ამ შემთხვევაში დაახლოებით, 2 მილიარდი დოლარის თანხა არის აკუმულირებული," - აღნიშნა ფერაძემ.

წყარო: bpn.ge

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

საქართველოს მოსახლეობის 25% იპოთეკურ სესხს ვერ იხდის | Allnews.Ge