23 კვირა - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

იმერეთიდან რაჭამდე მანძილი 1 საათით შემცირდება - ახალი გზის მშენებლობა დაიწყო | Allnews.Ge

იმერეთიდან რაჭამდე მანძილი 1 საათით შემცირდება - ახალი გზის მშენებლობა დაიწყო

საჩხერე-ონის დამაკავშირებელი გზის პირველ მონაკვეთზე მშენებლობა უკვე დაიწყო, - ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძემ განუცხადა.

"პირველ მონაკვეთზე კონტრაქტორები უკვე შერჩეული გვყავს და მათ შორის არის სამშენებელო კომპანია "მამისონი". პირველ მონაკვეთზე საჩხერე-ქვემო ხევი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ჯერ მაგისტრალური წყალსადენის გაყვანის პროცედურები მიმდინარეობს, შემდეგ უკვე ჩვენ განვაგრძობთ. საბოლოო სამუშაოების დასრულების ვადა 2019-2020 წლებია", - აღნიშნავს სეთურიძე.

მისივე ინფორმაციით, საჩხერე-უზუნთა-შქმერი-ონის ასაშენებელი გზის სიგრძე - 52 კილომეტრია და მას ექნება გადასასვლელი უღელტეხილზე ზღვის დონიდან 1898 მეტრის სიმაღლეზე.

რაც შეეხება მშენებლობის სავარაუდო ღირებულებას, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის თქმით, პირველი მონაკვეთის - საჩხერე-ქვემო ხევის ღირებულება 7 926 930 ლარია და მთლიანობაში პროექტის ღირებულება რამდენი იქნება - უცნობია.

შეგახსენებთ, ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქციის პროექტი განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი პროექტების ნუსხაში შედის.