მსოფლიო
15.10.2020 / 16:10
შრიფტის ზომა:

მთლიანობაში გავანადგურეთ 180 უპილოტო საფრენი აპარატი, 16 ვერტმფრენი, 20 თვითმფრინავი, 546 ერთეული ჯავშანტექნიკა, 4 მძიმე ცეცხლსასროლი სისტემა- სომხეთი

მთლიანობაში გავანადგურეთ 180 უპილოტო საფრენი აპარატი, 16 ვერტმფრენი, 20 თვითმფრინავი, 546 ერთეული ჯავშანტექნიკა, 4 მძიმე ცეცხლსასროლი სისტემა- სომხეთი

სომხეთის მთავრობასთან არსებული ერთიანი საინფორმაციო ცენტრი მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციიდან დღემდე, აზერბაიჯანის 546 ერთეული ჯავშანტექნიკისა და 180 უპილოტო საფრენი აპარატის განადგურების შესახებ იუწყება.

"მთლიანობაში გავანადგურეთ 180 უპილოტო საფრენი აპარატი, 16 ვერტმფრენი, 20 თვითმფრინავი, 546 ერთეული ჯავშანტექნიკა, ოთხი მძიმე ცეცხლსასროლი სისტემა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც ცენტრის "ფეისბუკის" გვერდზეა განთავსებული.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

სომხეთის ხელისუფლების ცნობით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა საბრძოლო მოქმედებების დროს დაკარგა 5839 ადამიანი.

მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩამოგდებულია აზერბაიჯანის ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი, ხუთი ერთეული ჯავშანტექნიკა და ერთი თვითმფრინავი. გარდაცვლილია 350 ადამიანი.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ლომბარდების მიერ გაცემული სესხების 96,4% ფიზიკურ პირებზე მოდის | Allnews.Ge

ლომბარდების მიერ გაცემული სესხების 96,4% ფიზიკურ პირებზე მოდის

საქსტატის ინფორმაციით, 2017 წლის ბოლოსათვის საქართველოში სალომბარდო საქმიანობით დაკავებული 875 მოქმედი ორგანიზაცია დაფიქსირდა.

როგორც საქსტატი იტყობინება, ყველაზე მეტი ორგანიზაცია - 55,7% თბილისში მდებარეობს, 12,1% - იმერეთის რეგიონში, 9,9% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9,7% - აჭარაში, ხოლო დანარჩენი 12,6% სხვა რეგიონებში ფუნქციონირებს.

საქსტატის მონაცემებით, ლომბარდების სალაროში არსებული ნაღდი ფულის მოცულობამ, 2017 წლის ბოლოსთვის 23,8 მლნ ლარი შეადგინა, მათ შორის 79,8% გამოსახული იყო ეროვნულ ვალუტაში, ხოლო დანარჩენი 20,2% - უცხოურ ვალუტაში.

მათივე ცნობით, 2017 წლის განმავლობაში გაცემული სესხების მოცულობამ 405,8 მლნ ლარი შეადგინა (მათ შორის 64,7% პროცენტი - ეროვნულ, ხოლო 35,3% - უცხოურ ვალუტაში). გაცემული სესხების 96,4% ფიზიკურ, ხოლო დარჩენილი 3,6% - იურიდიულ პირებზე მოდის.

"2017 წლის ბოლოსათვის ნასესხები ფულადი რესურსების მოცულობამ 393,8 მლნ ლარი შეადგინა. მათ შორის, თითქმის ნახევარი (50,4%) უცხოურ ვალუტაშია ნასესხები. ამასთან, სესხის 75,5% რეზიდენტებისაგანაა აღებული. ლომბარდების 2017 წლის საბალანსო მოგებამ 47,6 მლნ ლარი შეადგინა, აქედან 73,1% თბილისში მოქმედ ლომბარდებზე მოდის, ხოლო დანარჩენი სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

საქართველოში მოქმედ ლომბარდებში, 2017 წლის განმავლობაში მსესხებელთა (კლიენტთა) რაოდენობა 609,4 ათასი ერთეულით განისაზღვრა. აქედან თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა (დაახლოებით 99,6 პროცენტი) ფიზიკური პირია.

სესხის საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 45,4% შეადგინა. მისი წილი ეროვნულ ვალუტაში 46,2%-ით, ხოლო უცხოურ ვალუტაში 32,7%-ით განისაზღვრა.

ანალოგიური ტენდენცია ფიქსირდება რეგიონების მიხედვით აღებული სესხების მთლიან მოცულობაშიც. აღნიშნული მაჩვენებელი ყველაზე მაღალი წილით წარმოდგენილია თბილისში (76,1%), აჭარაში (9,9%), იმერეთში (4,8%), სამეგრელო-ზემო სვანეთსა (4,4%) და ქვემო ქართლში (2,8%)", - ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.