H&M-ს პრობლემები აქვს - გაუყიდავი მარაგების რეალიზაციის მიზნით კომპანია ფასდაკლებებს გეგმავს
თანამედროვე მსოფლიოში, სადაც ტანსაცმლის ინდუსტრია ვითარდება, შვედური მწარმოებელი H&M-ი პრობლემებს განიცდის. "ნიუ იორკ თაიმსის" ცნობით, კომპანიას 4,3 მილიარდი დოლარის ღირებულების გაუყიდავი ტანსაცმელი დაუგროვდა.
ამერიკული მედიის ცნობით, გაუყიდავი ტანსაცმლის პრობლემა H&M-ს ჯერ კიდევ გასულ წელს დაეწყო, როდესაც კომპანიის გაყიდვები შემცირდა. სამი თვის განმავლობაში კი თებერვლის ჩათვლით, მოგება 62%-ით შემცირდა.
ამასთან, ბოლო პერიოდში შვედურ მწარმოებელს არაერთი პრობლემა შეექმნა. კერძოდ, H&M-ი იძულებული გახდა სამხრეთ აფრიკაში დაეხურა მაღაზიები სოციალურ მედიაში აგორებული სკანდალის გამო.
როგორ უნდა გამოასწოროს კომპანიამ აღნიშნული პრობლემა? როგორც H&M-ში აცხადებენ, ისინი აპირებენ პროდუქციაზე ფასების შემცირებას და მაღაზიების გაფართოვებისგან თავის შეკავებას. ამასთან, იმედოვნებენ, რომ ონლაინ გაყიდვების კუთხით ისინი წელს 25% პროცენტიან ზრდას შეძლებენ.
როგორც კომპანიის დამფუძნებლის, ერლინგ პერსონის შვილიშვილმა განაცხადა, ტანსაცმლის ინდუსტრიის სწრაფი ცვლილება სწორედ H&M-ზე აისახა. "წლის დასაწყისი საკმად რთული იყო", - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, H&M-ი 1947 წელს დაარსდა. შვედური კომპანია წლის განმავლობაში ასობით მილიონ ტანსაცმელს და აქსესუარს აწარმოებს.
H&M-ის პირველი ოფიციალური მაღაზია საქართველოში გასულ წელს გაიხსნა. უახლოეს მომავალში თბილისში მისი კიდევ ერთი მაღაზიის გახსნა იგეგმება.
H&M საქართველოში მეორე მაღაზიას გახსნის - გახსნის თარიღი და ადგილი ცნობილია