26 ოთხშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საინტერესო
18.05.2018 / 12:05
შრიფტის ზომა:

ფსიქოლოგების დასკვნით, წყვილის პირველმა სექსმა შესაძლოა, მათი ურთიერთობის ხანგრძლივობა განსაზღვროს

ფსიქოლოგების დასკვნით, წყვილის პირველმა სექსმა შესაძლოა, მათი ურთიერთობის ხანგრძლივობა განსაზღვროს

წყვილის პირველმა სექსმა შესაძლოა, მათი ურთიერთობის ხანგრძლივობა განსაზღვროს. ასეთ დასკვნამდე ამერიკელი ფსიქოლოგები მივიდნენ.

კალიფორნიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ რაც უფრო კარგი იყო პირველი სექსი, მით მეტია შანსი, რომ ურთიერთობები ხანგრძლივი და სერიოზული აღმოჩნდეს.

დასკვნა მათ ჟურნალ Journal of Experimental Psychology: General-ში გამოაქვეყნეს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

კვლევის წამყვანმა ავტორმა პოლ ისტუიკმა და მისმა კოლეგებმა გამოკითხეს სხვადასხვა ასაკის 800-ზე მეტი ადამიანი, რომლებმაც ფსიქოლოგებს საკუთარი ხანმოკლე და ხანგრძლივი ურთიერთობების შესახებ დაწვრილებით უამბეს.

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ხანმოკლე და ხანგრძლივი ურთიერთობები ყოველთვის ერთნაირად იწყება.

"როდესაც ადამიანი პარტნიორთან კარგ ღამეს ატარებს, მას ასეთი ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება სურს. თუმცა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ღამის შემდეგ იგივე ადამიანები ნაკლებ ინტერესს იჩენდნენ და მათი ურთიერთობები მალევე მთავრდებოდა", - აცხადებს ისტუიკი.

ამგვარად, იმ ურთიერთობებს, რომლებშიც შთამბეჭდავი დასაწყისი და ორივე პარტნიორისთვის სასიამოვნო პირველი ღამე იყო, სერიოზული შედეგით დასრულების მეტი შანსი აქვს.

მკითხველის კომენტარები
(1)

ნანა
14 აპრილი , 2018 06:04

საქართველოს ბანკის მეთაურმა აღიარა რომ მაღალი პროცენტია ბანკებში და ბატონო მამუკა , არ არის საჭირო ბანკი- წამებულის სახით დაგვანახოთ!

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ქართული ბანკების მმართველები ფინანსთა მინისტრის გუშინდელ განცხადებას ეხმაურებიან | Allnews.Ge

ქართული ბანკების მმართველები ფინანსთა მინისტრის გუშინდელ განცხადებას ეხმაურებიან

საბანკო სისტემა არ არის საინვესტიციო ინსტრუმენტი, საბანკო სისტემა არის საკრედიტო ინსტიტუტი და ნუ მოვთხოვთ მას ყველაფრის დაფინანსებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "თიბისი ბანკის" სამეთვალყურე საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ განუცხადა.

ხაზარაძის განმარტებით, ეკონომიკის განვითარების მთელი სიმძიმე გადადის ქართულ საბანკო სისტემაზე.

"ქართული საბანკო სისტემა არის ქართული ეკონომიკის 60%-ის პროცენტის დამფინანსებელი. ქართული საბანკო სისტემა არის არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონში და მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი და გამორჩეული სისტემა. ქართულმა საბანკო სისტემამ შემოიტანა ქვეყანაში ასეულობით მილიონი დოლარი და მინდა გითხრათ, რომ რეგიონში ქართულ საბანკო სისტემას აქვს ყველაზე დაბალი განაკვეთი, რომელსაც ჩვენ ვიძლევით კორპორაციებზე. უფრო მეტს გეტყვით, რომ ჩვენი დაფინანსებული კორპორაციები, ქართულ კორპორაციებზე და კომპანიებზე მაქვს საუბარი, ფინანსურად და პროცენტული თვალსაზრისით უფრო დაბალია, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების საკრედიტო განაკვეთები, რომლითაც ისინი საქართველოში აფინასებენ დამფინანსებელს", - განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, "სამწუხაროა ის, ფაქტი რომ ეკონომიკის დამფინანსებელი არის მარტო ქართული საბანკო სისტემა“.

"სამწუხაროა ის ფაქტი, რომ არ არსებობს ალტერნატიული დაფინანსების მექანიზმები. არ არსებობს ქვეყანაში განვითარებული კაპიტალური ბაზარი, არ არსებობს საფონდო ბირჟა, არ არსებობს ფონდები, ვენჩურ კაპიტალი, რომელიც იმედია შეიქმნება იმ რეფორმების შესაბამისად, რომელიც მიმდინარეობს. მაგრამ ვიმეორებ, მთელი სიმძიმე ეკონომიკის განვითარების გადადის ქართულ საბანკო სისტემაზე. მე დაგისახელეთ ციფრი, მარტო "თიბისი ბანკის" მონაცემებით სამ მილიარდ ნახევარი გვაქვს ჩვენ ინვესტირებული მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესებში ქართულ კომპანიებში. ამას ვაგრძელებთ", - განაცხადა ხაზარაძემ.

ამასთან, მისი განმარტებით, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ გაკეთა გუშინ მსგავსი განცხადება.

"მე ვერ გეტყვით, რატომ ვიღებთ ასეთ განცხადებას. მე ერთი რამ ვიცი, რომ საბანკო სისტემა არის სენსიტიური თემა. თუ ჩვენ ვართ საბაზრო ეკონომიკაში, საბაზრო ეკონომიკა ნიშნავს თავისუფალ, კონკურენტუნარიან გარემოს, საბანკო სისტემა არის ძალიან კონკურენტუნარიანი. წარმოდგენილი არის ოცზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო ბანკი. როგორც მოგახსენეთ, ორ ბანკს მსოფლიოს ხუთი კონტინეტიდან ჰყავს მოზიდული მაღალი კლასის ინვესტორები. თქვენ ეს სტატისტიკა შეგიძლიათ ნახოთ და მოგაწვდით უახლოეს მომავალში, თუ რამდენი ასეული მილიონი დოლარი შემოგვაქვს ქვეყანაში ეკონომიკის დასაფინანსებლად. ვფიქრობ, რომ ქვეყანაში უნდა განვითარდეს კაპიტალის ბაზარი, ქვეყანაში უნდა განვითარდეს ის ადგილები, სადაც ალტერნატიული დაფინანსებები შეიქმნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საბანკო სისტემა არ არის საინვესტიციო ინსტრუმენტი. საბანკო სისტემა არის საკრედიტო ინსტიტუტი და ნუ მოვთხოვთ, მას ყველაფრის დაფინანსებას", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

რაც შეეხება "საქართველოს ბანკს", მისი გენერალური დირექტორის, კახა კიკნაველიძის განცხადებით, ის საპროცენტო განაკვეთები, რაც საქართველოს სისტემაშია, ფაქტობრივად, არ იძლევა ბიზნესის დაწყების შანსს.

"საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი მიიჩნევს, რომ ბანკების მხრივ სტარტაპ პროექტების დაფინანსება მართლაც სირთულეებთან არის დაკავშირებული, თუმცა, ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება ასე.

"საპროცენტო განაკვეთები საქართველოში მაღალია, ვიდრე ევროპის განვითარებულ ქვეყნებში და ეს რეალობაა. მაგრამ ჩვენ თუ შევადარებთ ბევრ განვითარებად ქვეყანას, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის განვითარებულ ქვეყანას, საპროცენტო განაკვეთები შესადარისია ამ ქვეყნებთან. რეალურად მე ვეთანხმები ფინანსთა მინისტრს. რეალობა ის არის, რომ სტარტაპების დაფინანსება სასეხო კრედიტებით რთულია. ეს დასავლეთის ბევრ ქვეყანაშიც ასეა. ძალიან ძნელია და დიდი რისკებიდან გამომდინარე ხდება ასე. მიუხედავად ამისა, "საქართველოს ბანკი" ცდილობს არამარტო სტარტაპების, არამედ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით ინიციატივები გამოვიჩინოთ. ჩვენ ბიზნესის დაფინანსებაში აქტიურად ვართ ჩართულები და ვთანამშრომლობთ სახელმწიფოსთან და მთავრობის ინიციატივებთან. ეს ინიციატივა, რომელიც სასტარტო კაპიტალის დაფინანსებას შეეხება, ხელს შეუწყოს სტარტაპების განვითარებას და ჩვენ გვინდა აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა", - განაცხადა კიკნაველიძემ.

საქართველოს მთავრობა ფინანსთა სამინისტროსთან ერთად "სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმას" იწყებს. როგორც ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რეფორმა გულისხმობს ახალგაზრდა სტარტაპერებისთვის ფაქტობრივად, ნულოვანი განაკვეთის სასტარტო კაპიტალის მიწოდებას. მისივე შეფასებით, მაკროეკონიმიკური პერსპექტივის გადასახედიდან, ახალგაზრდა მეწარმეები და სტარტაპერები ნებისმიერი ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა არიან. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ის საპროცენტო განაკვეთები, რაც ჩვენს სისტემაშია, ფაქტობრივად, არ იძლევა შანსს ბიზნესის დაწყების.

მისივე განცხადებით, საბანკო სისტემა არ უნდა იყოს ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ, მისი მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს.