
Burberry, Prada, Hermes, Louis Vuitton, Chanel, Fendi – აღნიშნული ბრენდების შემოყვანა ისანში, ბოჭორმის ქუჩაზე ახალ სავაჭრო ცენტრში იგეგმება, რომლის მშენებლობაც უახლოეს თვეებში დაიწყება.
პროექტს კომპანია "კრისტალ ბილდინგი" ახორციელებს.
როგორც კომპანიის დირექტორი ვანო ლომიძე "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, სავაჭრო ცენტრი "რიტუალების სასახლის" გვერდით გაიხსნება.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მისი თქმით, პროექტი უკვე მზად არის და ამჟამად მშენებლობის ნებართვის მოლოდინშია. სავარაუდოდ, მშენებლობა რამდენიმე თვეში დაიწყება და დაწყებიდან 32 თვეში დასრულდება.
რაც შეეხება ბრენდებს, ვანო ლომიძის თქმით, სავაჭრო ცენტრის მართვაში მთლიანად ბრიტანული ოპერატორი კომპანია Harvey Nichols შემოდის, რომელიც აღნიშნულ ბრენდებს შემოიყვანს.
"Harvey Nichols-ს აღნიშნულ ბრენდებთან აქვს ხელშეკრულება გაფორმებული და როდესაც რომელიმე ობიექტის მართვაში შედის, ეს ბრენდებიც შეჰყავს. გარდა ამისა, სავაჭრო ცენტრში განთავსდება კინოთეატრი და კვების ობიექტები. ამასაც ოპერატორი კომპანია გადაწყვეტს, რა ბრენდების იქნება", - აღნიშნავს ვანო ლომიძე.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
Burberry, Prada, Hermes, Louis Vuitton, Chanel, Fendi – აღნიშნული ბრენდების შემოყვანა ისანში, ბოჭორმის ქუჩაზე ახალ სავაჭრო ცენტრში იგეგმება, რომლის მშენებლობაც უახლოეს თვეებში დაიწყება.
პროექტს კომპანია "კრისტალ ბილდინგი" ახორციელებს.
როგორც კომპანიის დირექტორი ვანო ლომიძე "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, სავაჭრო ცენტრი "რიტუალების სასახლის" გვერდით გაიხსნება.
მისი თქმით, პროექტი უკვე მზად არის და ამჟამად მშენებლობის ნებართვის მოლოდინშია. სავარაუდოდ, მშენებლობა რამდენიმე თვეში დაიწყება და დაწყებიდან 32 თვეში დასრულდება.
რაც შეეხება ბრენდებს, ვანო ლომიძის თქმით, სავაჭრო ცენტრის მართვაში მთლიანად ბრიტანული ოპერატორი კომპანია Harvey Nichols შემოდის, რომელიც აღნიშნულ ბრენდებს შემოიყვანს.
"Harvey Nichols-ს აღნიშნულ ბრენდებთან აქვს ხელშეკრულება გაფორმებული და როდესაც რომელიმე ობიექტის მართვაში შედის, ეს ბრენდებიც შეჰყავს. გარდა ამისა, სავაჭრო ცენტრში განთავსდება კინოთეატრი და კვების ობიექტები. ამასაც ოპერატორი კომპანია გადაწყვეტს, რა ბრენდების იქნება", - აღნიშნავს ვანო ლომიძე.
მკითხველის კომენტარები
(7)
ფერარის მაღაზიისთვის ადგილი თუ არ რჩებათ გლდანში ნაკვეთი მაქვს და 1 ლარად გადმოგცემთ
არაფერიც არ აშენდება.მითუმეტეს არაფერი გაიხსნება.ჩვეულებრივი თაღლუთური კომპანიაა და თაღლითობის მეტს არაფერს აკეთებს.ნუ რავიცი ისე კიდე ცელქობენ ხოლმე :D :D