12 შაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რომელი ქვეყნებიდან შემოდის საქართველოში კონტრაცეპტივების დიდი ნაწილი? | Allnews.Ge

რომელი ქვეყნებიდან შემოდის საქართველოში კონტრაცეპტივების დიდი ნაწილი?

2018 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ლარის კონტრაცეპტივი რუსეთიდან შემოვიდა. კერძოდ, 2018 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში იმპორტირებული პროდუქციის რაოდენობამ ამ ქვეყნიდან 1 012,8 კილოგრამი შეადგინა, რომლის საერთო ღირებულება 223 920.5 ლარი იყო, - ამის შესახებ ინფორმაცია Allnews.ge-ს შემოსავლების სამსახურმა მიაწოდა.

საქართველოში კონტრაცეპტივების იმპორტიორი ქვეყნებიდან მეორე ადგილს გერმანია იკავებს, საიდანაც 2018 წლის პირველ 4 თვეში 1 136 კილოგრამი კონტრაცეპტივი შემოვიდა, რომლის საერთო ღირებულებამაც 62 000.5 ლარი შეადგინა.

მობილური აპლიკაცია კონტრაცეპციის ყველაზე სანდო საშუალება გახდა

მესამე პოზიციაზე თურქეთი აღმოჩნდა, საიდანაც მიმდინარე წელს 167 კილოგრამი კონტრაცეპტივი 43 811.1 ლარად შემოიტანეს.

იმპორტირებული კონტრაცეპტივების საერთო ღირებულებით წელს მეოთხე ადგილს იტალია იკავებს, საიდანაც 28 300.5 ლარის 692 კილოგრამი პროდუქცია შემოიტანეს.

საქართველოში კონტრაცეპტივის იმპორტიორთა სიაში ტაილანდიც ერთ-ერთი მოწინავეა. კერძოდ, მიმდინარე წელს ქვეყნიდან 24 232.5 ლარის 1 103.2 კილოგრამი კონტრაცეპტივი შემოიტანეს.

პრეზერვატივების მწარმოებელ კომპანია "აიისა"-ს რამდენიმე ეტიკეტის მქონე პრეზერვატივის გაყიდვიდან ამოღება დაეკისრა

კონტრაცეპტივი საქართველოში უკრაინიდანაც შემოდის. 2018 წელს უკრაინიდან ჩვენს ქვეყანაში 21 490.4 ლარის 263.3 კილოგრამი კონტრაცეპტივის იმპორტირება მოხდა.

ლატვიიდან კი საქართველოში მიმდინარე წელს 20 447.3 ლარის 235.3 კილოგრამი პრეზერვატივის იმპორტირება მოხდა.

შედარებით მცირე რაოდენობით, მაგრამ კონტრაცეპტივი საქართველოში ჩინეთიდან და საფრანგეთიდანაც შემოდის.

მიმდინარე წელს ქვეყანაში ჯამში 430 579.1 ლარის კონტრაცეპტივი შემოიტანეს, რომლის საერთო წონამ 4 800 კილოგრამი შეადგინა.