12 შაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ეკონომიკა
25.02.2016 / 06:02
შრიფტის ზომა:

ქართული ვაშლის ჩიფსები ბაზარზე მალე გამოჩნდება

ქართული ვაშლის ჩიფსები ბაზარზე მალე გამოჩნდება

აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები ქართული ვაშლის ჩიფსების წარმოებას იწყებენ, რომელიც ქართულ ბაზარზე 6 თვეში გამოჩნდება.

ჩიფსების წარმოების იდეის დეტალებზე, სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე პროექტის ხელმძღვანელი, შალვა მძინარაშვილი საუბრობს.

"ჩვენ ვართ აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები, 2 წელია რაც უკვე ერთად ვმუშაობთ, ჩვენი მთავარი მიზანი იყო ჯანსაღი პროდუქტის წარმოება", - აღნიშნავს შალვა მძინარაშვილი და დასძენს, რომ პირველი იდეა ვაშლის ჩიფსების წარმოების შესახებ გუნდმა ბიზნესიდეების ერთ-ერთ კონკურსზე გაიტანა, სადაც პირველი ადგილი მოიპოვა და 5 ათასი ლარი მოიგო. შემდეგი ეტაპი "სტუდენტური ინოვაციების" პროგრამის ფარგლებში TS ფონდის გამოცხადებული კონკურსი აღმოჩნდა, სადაც გუნდმა 10 ათასი ლარის მოგება შეძლო.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

შალვა მძინარაშვილის თქმით, გუნდი საწარმოს გახსნას გორის რაიონში გეგმავს: "საწარმოებს, რომლებიც მთიან ზონაში იქნება დაფუძნებული, შეღავათები ექნებათ, საშემოსავლო გადასახადზე, დღგ-ზე და მოგების გადასახადზე. ამიტომ, გადავწყვიტეთ, გორის რაიონ სოფელ კოშკში გავაკეთოთ საწარმო და საჭირო პროდუქტი - ვაშლი, იქ მცხოვრები მოსახლეობისგან შევიძინოთ. თუ TS ფონდი ჩათვლის, რომ ეს ღირებული პროექტია მათთვის, ისინი უფრო დიდ დაფინანსებას გამოგვიყოფენ და დაგვეხმარებიან საწარმოსა და წარმოების მასშტაბების გაზრდაში".

მისივე თქმით, პირველ ეტაპზე წარმოებული ჩიფსების რაოდენობა თვეში დაახლოებით 5 ათასი პაკეტი იქნება და თბილისში, პოპულარულ სუპერმარკეტებში შევა. თუმცა მანამდე, გუნდი სადეგუსტაციო შეხვედრების ორგანიზებას აპირებს. "სადეგუსტაციო ხასიათის შეხვედრების წარმოებას ვგეგმავთ მომხმარებელთან. ჩვენ აქამდეც გვქონდა შეხვედრები მომხმარებელთან სხვადასხვა ფესტივალებზე. მაგალითად, "ღვინის ფესტივალზე" ღვინოსთან ერთად დაგემოვნებულმა ჩიფსებმა დიდი მოწონება დაიმსახურა", - აღნიშნავს პროექტის ხელმძღვანელი.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს ბაზარზე ვაშლის ჩიფსებით დაინტერესება დიდია, თუმცა გუნდი სხვა პროდუქტის წარმოებასაც აპირებს: "ყველას აინტერესებს, როგორია ვაშლის ჩიფსი. ბაზარზე დიდი დაინტერესებაა. ყველა გვეკითხება, როდის გამოვა. აქამდე ჩიფსებს მცირე მასშტაბით ვაწარმოებდით. დანადგარი ჩვენ თვითონ ავაწყეთ. უნივერსიტეტმა ფართი გამოგვიყო, სადაც დანადგარის განთავსება შევძელით. ზოგადად, რთულია შექმნა კომპანია, რომელიც მხოლოდ ვაშლის ჩიფსებს აწარმოებს და მოგებაზე იმუშავებს, ამიტომ ჩვენ სხვა პროდუქციების განვითარებაზეც ვმუშაობთ", - ამბობს შალვა მძინარაშვილი და სამომავლოდ ვაშლის ჩიფსების ექსპორტზე გატანასაც არ გამორიცხავს.

თამარ კორკოტაშვილი

მკითხველის კომენტარები
(1)

ვაკო
17 მაისი , 2018 21:05

ქართულ კომპანიებს ან ე.წ "დასაქმების საიტებს" უნდა ავუხსნათ, რომ რაც მეტს გადაუხდი და ნაკლებს ამუშავებ შენს თანამშრომელს, მით უფრო პროდუქტიული იქნება შენი "კომპანია".

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

იხილეთ ყველაზე პროდუქტიული ქვეყნები მსოფლიოში | Allnews.Ge

იხილეთ ყველაზე პროდუქტიული ქვეყნები მსოფლიოში

ფრანგებმა, შემოიღეს რა კანონი, რომელიც ოფიციალური სამუშაო დროის დასრულების შემდეგ ელექტრონული შეტყობინებების გაგზავნასა და მიღებას კრძალავს, ხაზი გაუსვეს იმ ჭეშმარიტებას, რომელიც ეკონომისტებმა უკვე დიდი ხანია აღიარეს: ხანგრძლივი მუშაობა და პროდუქტიულობის ზრდა ერთმანეთის პირდაპირპროპორციული არ არის ანუ სამუშაო ადგილზე მეტი დროის გატარება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კომპანია უფრო მეტი პროდუქციის წარმოებას შეძლებს.

მაგალითად, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის 2015 წლის მონაცემების მიხედვით, მექსიკას 38 ქვეყანას შორის ყველაზე დაბალი პროდუქტიულობა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ მექსიკის მოქალაქეებს ყველაზე ხანგრძლივი სამუშაო კვირა აქვთ, ისინი სამსახურში კვირის განმავლობაში 41,2 საათს ატარებენ. მეორე მხრივ არის ლუქსემბურგის მაგალითი, რომელიც ყველაზე პროდუქტიული ქვეყანაა, თუმცა საშუალოდ სამუშაო კვირა 29 საათს ითვლის.

ამერიკის შეერთებული შტატები ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ შედგენილ პროდუქტიული ქვეყნების სიაში მეხუთე ადგილს იკავებს. ქვეყანა 1 სამუშაო საათში მთლიან შიდა პროდუქტში 68.30 დოლარის კონტრიბუციას ახორციელებს. რაც ეწინააღმდეგება მოსაზრებას, რომ ამერიკელები ყველაზე პროდუქტიული თანამშრომლები არიან მთელს მსოფლიოში. გარდა ამისა, ამერიკას პროდუქტიულობის თვალსაზრისით პირველ ოთხ ადგილას მყოფ ქვეყნებს შორის ყველაზე ხანგრძლივი - საშუალოდ 33-საათიანი სამუშაო კვირა აქვს.

ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტს მუშაობენ

ქვეყნის პროდუქტიულობა გამოითვლება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის გაყოფით წლის განმავლობაში დასაქმებული მოქალაქეების მიერ ნამუშევარი საათების საშუალო მაჩვენებელზე. გთავაზობთ ამ მეთოდის მიხედვით შედგენილ ყველაზე პროდუქტიული 10 ქვეყნის რეიტინგს:

წყარო: Time