პოლიტიკა
13.05.2016 / 05:05
შრიფტის ზომა:

თინა ხიდაშელი - თამაზ მეჭიაურს სახლში გავუგზავნი ჩემ გაკეთებულ საჭმელს

თინა ხიდაშელი - თამაზ მეჭიაურს სახლში გავუგზავნი ჩემ გაკეთებულ საჭმელს

თამაზ მეჭიაურს არასოდეს დავპატიჟებ სახლში ჩემი გაკეთებული საჭმლის დასაგემოვნებლად, - ასე უპასუხა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა უმრავლესობის წევრის განცხადებას, რომ "ქალი უნდა იყოს "კუხნაში, თუმცა თინა ხიდაშელის ადგილი იქაც არ არის".

მისივე განმარტებით, შესაძლებელია სახლში გაუგზავნოს მისი გაკეთებული კერძი, რათა მეჭიაურმა "ობიექტური შეფასება" მისცეს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"თუ ოდესმე ამის სურვილი გამიჩნდება, თუმცა არ ვიცი ოდესმე თუ ასეთი დღე დადგება, სახლში გავუგზავნი ჩემ გაკეთებულ საჭმელს და ობიექტურ შეფასებას მისცემს. ჩემს სახლში, ალბათ, არასდროს დავპატიჟებ ჩემი გაკეთებული საჭმლის დასაგემოვნებლად", - განაცხადა ხიდაშელმა "ტვ 1"-თან საუბარში.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ეროვნული ბანკი მომხმარებელს კიდევ ერთხელ აფრთხილებს | Allnews.Ge

ეროვნული ბანკი მომხმარებელს კიდევ ერთხელ აფრთხილებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებელს ახსენებს, რომ უცხოური ვალუტით და ვალუტის კურსზე დამოკიდებული ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობა განსაკუთრებულ რისკებთან არის დაკავშირებული და სპეციფიურ ცოდნას და გამოცდილებას მოითხოვს.

როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია ნათქვამი, 2018 წლის 11 აპრილიდან სავაჭრო პლატფორმის საშუალებით უცხოური ვალუტით (ე.წ. FOREX) ან ვალუტის კურსზე დამოკიდებული ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობის ორგანიზება დაექვემდებარა ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებას და მისი წარმოების უფლებამოსილება გააჩნიათ მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ საბროკერო კომპანიებს.

"ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს, ელექტრონულ სავალუტო ბაზრებზე ვაჭრობისას, მხედველობაში მიიღონ ზემოაღნიშნული გარემოება და გაითვალისწინონ, რომ უცხოური ვალუტით და ვალუტის კურსზე დამოკიდებული ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობა განსაკუთრებულ რისკებთან არის დაკავშირებული და სპეციფიურ ცოდნას და გამოცდილებას მოითხოვს. მოგიწოდებთ, საშუამავლო საქმიანობისთვის ისარგებლოთ მხოლოდ ლიცენზირებული საბროკერო კომპანიის სერვისებით, ხოლო ლიცენზიის გარეშე ზემოაღნიშნული სერვისების განხორციელების აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოთ ეროვნულ ბანკს", - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომპანიების ჩამონათვალი, რომლებიც 2018 წლის 21 მაისისთვის უფლებამოსილნი არიან განახორციელონ საბროკერო საქმიანობა, ასეთია: შპს "თიბისი კაპიტალი", სს "გალტ ენდ თაგარტი", შპს "ქართუ ბროკერი", სს "კაუკასუს კაპიტალ ჯგუფი", შპს "აბბი ასეტ მენეჯმენტი", სს "ჰერითიჯ სიქიურითიზ", შპს "ლ.ა. ინვესტ", შპს "ფიდელის ველს მენეჯმენტი" და შპს "თრეიდ ჰოლდინგი".