02 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ეკონომიკა
25.05.2018 / 13:05
შრიფტის ზომა:

ბანკებთან, მიკროსაფინანსოებთან და ლომბარდებთან დაკავშირებული ცვლილებების პროექტი მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომაზე წარადგინა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ჭარბვალიანობასთან დაკავშირებული ცვლილებების პროექტი წარადგინა. როგორც მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ცვლილებები 5 ძირითად პრინციპს ემყარება.

"საქართველოს მოსახლეობას შევპირდით, რომ საბანკო-საფინანსო სექტორში დავამკვიდრებდით სამართლიანი თამაშის წესებს. ჩვენი ინიციატივა ძირითად 5 პრინციპს ეფუძნება: 1. ყველა გამსესხებელს აეკრძალება დაგირავებული ნივთის გარდა მოითხოვოს სხვა ქონება მომხმარებლისგან; 2. ლომბარდებს და კერძო გამსესხებლებს ეკრძალებათ ავტომობილების და უძრავი ქონების დაგირავება; 3. ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზღვარი დაწესდება 50%-ის ოდენობით, რომელიც ორჯერ ნაკლებია დღეს არსებულ რეგულაციაზე; 4. მოხდება დღეს არსებული უპასუხისმგებლო და უსამართლო ჯარიმების დარიცხვის სისტემის გაუქმება და ყველა გამსესხებელს აეკრძალება ჯარიმა დათვალოს კრედიტის საერთო მოცულობიდან; 5. აღნიშნული თამაშის წესები გავრცელდება მთელ ფინანსურ სექტორზე, იგულისხმება ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ლომბარდები, კერძო გამსესხებლები.

ინიციატივა ითვალისწინებს მაქსიმალური გამჭვირვალობის შემოტანას აღნიშნულ სექტორში. ლომბარდებს გონივრული ვადა მიეცემათ თავიანთი საქმიანობის დასახვეწად. არის ძალიან დიდი საზოგადოებრივი ინტერესი ამ ცვლილებების მიმართ და 29 მაისს გავმართავ დეტალურ პრეზენტაციას",- განაცხადა ბახტაძემ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მისივე თქმით, ეს ინიციატიცა წარედგინება პარლამენტს.

"ჩვენი სურვილია ძალაში შევიდეს 1 ივლისიდან", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მკითხველის კომენტარები
(3)

საინტერესოა
28 მაისი , 2018 09:05

ავტოლომბარდები დაიხურება? გირავნობით სესხს ჩემი საკუთარი ავტომობილით ვერ ავიღებ? არადა ბევრჯერ გამოვსულვარ რთული სიტუაციიდან, მერე რა უნდა ვქნა? რომ დამჭირდეს თანხა ვის უნდა მივადგე?

ნანა
28 მაისი , 2018 08:05

ესეიგი ავტოლომბარდები დაიხურება, და რომ დამჭირდეს ჩემი საკუთარი ავტომანქანის დაგირავებით სესხს ვერ ავიღებ?

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ბანკებთან, მიკროსაფინანსოებთან და ლომბარდებთან დაკავშირებული ცვლილებების პროექტი მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომაზე წარადგინა | Allnews.Ge