19 ოთხშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

საქართველოდან კანადაში 55 ცალი ქვევრი გაიგზავნა - ქვევრები კანადელმა რესტორნის მეპატრონემ იყიდა | Allnews.Ge

საქართველოდან კანადაში 55 ცალი ქვევრი გაიგზავნა - ქვევრები კანადელმა რესტორნის მეპატრონემ იყიდა

საქართველოდან კანადაში 55 ცალი ქვევრი გაიგზავნა, რომლებიც ქალაქ ვანკუვერში განთავსდება, - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოდან გვაცნობეს. მათივე ინფორმაციით, კანადელ რესტორნის მეპატრონეს, პასკალ როის (Pascal Roy) საქართველოდან ქვევრების გატანაში მეღვინე სანდრო მილორავა დაეხმარა. ქვევრები დასავლეთ საქართველოშია დამზადებული და ამჟამად გზაშია.

მილორავას განცხადებით, ქართული ქვევრები, რომელთა მოცულობა 50-დან 1000 ლიტრამდეა, კანადაში ივნისის ბოლომდე ჩავა. აღნიშნული ქვევრები ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ მანდაეთში მექვევრე იმედა გოგოლაძემ დაამზადა.

პასკალ როი პირველ ეტაპზე ქვევრებში ადგილობრივი ჯიშის ყურძენს დაწურავს, თუმცა სამომავლოდ რქაწითელის გაშენებას გეგმავს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პასკალ როი გასული წლის შემოდგომაზე საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა, რომელსაც კახეთში ღვინის კომპანიამ "მარანი მილორაული" გაუწია მასპინძლობა. კანადელმა სტუმარმა რთველის პროცესშიც მიიღო მონაწილეობა.

"ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდერეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია.

ამ ეტაპზე ცალკეული მეღვინეები ქართულ ქვევრში ღვინოს იტალიაში, აშშ-ში, საფრანგეთში, ესპანეთში, იაპონიაში, სლოვენიასა და სლოვაკეთში აწარმოებენ," - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.