26 ოთხშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ეკონომიკა
14.06.2018 / 10:06
შრიფტის ზომა:

"საქართველოს ბანკს" ფიზიკური პირების საბანკო მომსახურების ხელშეკრულებაში ცვლილებები შეაქვს

"საქართველოს ბანკმა" კლიენტებს 2018 წლის ივნისიდან ამოქმედებული ცვლილებების შესახებ აცნობა. ბანკის ინფორმაციით, ცვლილებები შედის ფიზიკური პირების საბანკო მომსახურების ხელშეკრულებაში. გთავაზობთ, "საქართველოს ბანკის" ვებგვერდზე  გამოქვეყნებულ ინფორმაციას:

"ფიზიკური პირების საბანკო მომსახურების საერთო პირობებში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება/დამატება:

1. საერთო პირობების 13.1. პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"13.1. ბანკი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, ვებ-გვერდზე შესაბამისი ინფორმაციის განთავსების გზით ან/და ბანკისათვის მისაღები სხვა ფორმით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, კლიენტის დამატებითი თანხმობისა და აქცეპტის გარეშე, შეცვალოს ხელშეკრულების ან/და ნებისმიერი საბანკო პროდუქტის ნებისმიერი პირობა (მათ შორის და არა მხოლოდ ნებისმიერი საბანკო პროდუქტის მოცულობა, მოქმედების ვადა ან/და საპროცენტო განაკვეთის, საპროცენტო სარგებლის, საკომისიოს, პირგასამტეხლოს ან/და სხვა გადასახდელის მოცულობა/ოდენობა ან/და მათი დარიცხვის წესი ან/და გადახდის ვადა). ამგვარი ცვლილება სავალდებულოა კლიენტისთვის მისი გამოქვეყნების დღის მომდევნო საბანკო დღიდან, თუ ბანკის მიერ ან/და კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ამასთან, აღნიშნული ცვლილებები შესაძლებელია შეეხოს, როგორც პირთა გარკვეულ ჯგუფს, ისე კონკრეტულ პირს."

2. საერთო პირობებს დაემატოს ტერმინი კრედიტუნარიანობა და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"კრედიტუნარიანობა - ბანკში დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად, ბანკის მიერ კლიენტის შეფასება, კლიენტის მიერ კრედიტის შესაბამისი პირობებით მიღების შესაძლებლობასთან დაკავშირებით."

3. საერთო პირობებს დაემატოს 3.56. პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"3.56. კლიენტისათვის ბანკის მიერ ან/და ბანკის სხვა კლიენტის მიერ მომსახურების გაწევის მიზნით, ბანკი უფლებამოსილია, მის მიერ განსაზღვრული ფორმითა და შინაარსით, კლიენტის კრედიტუნარიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს თავად კლიენტს ან/და მესამე პირს."

მკითხველის კომენტარები
(21)

დავითი
19 ივნისი , 2018 06:06

ეს თუ პროვოკაციაა, გააკეთონ ბანკებმა რეაგირება, თუ არა-მიიღებენ საზღაურს...

ქართველი !
19 ივნისი , 2018 06:06

"კლიენტისათვის" ქართული სიტყვაა და ბანკის ოფიციალურ ხელშეკრულოებაში უნდა იწერებოდეს ? მო.... იურისტებიც და ბანკის მართველებიც ! ასევე "კონკურენტის ბანკისაც" ხაზარაძე განსაკუთრებულად მეპატრონეები რომ არ გამომრჩეს !!!

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

"საქართველოს ბანკს" ფიზიკური პირების საბანკო მომსახურების ხელშეკრულებაში ცვლილებები შეაქვს | Allnews.Ge