08 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ეკონომიკა
15.06.2018 / 06:06
შრიფტის ზომა:

როგორ გამოიყურება ესტონელი და ლიეტუველი მეწარმეების მიერ გაშენებული ქართული ჩაის პლანტაციები?

ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე, 14 წლის ასაკში, საღამოობით მშობლებთან ერთად ქართულ ჩაის სვამდა, რომლის შეფუთვა და გემო 40 წლის ასაკშიც კარგად ახსოვს, წლების შემდეგ კი ესტონეთიდან საქართველოში თავის პარტნიორებთან ერთად ჩამოვიდა, რათა სწორედ იმ ქართული ჩაის პლანტაციების აღდგენაში მიიღოს მონაწილეობა, რომელსაც წლების წინ მის ქვეყანაში აქტიურად მიირთმევდნენ.

ჰანეს საარპუ და მისი სამი ესტონელი და ერთი ლიეტუველი პარტნიორი ქუთაისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ. მათი თითქმის ყოველი დილა ჩაის პლანტაციაში გასვლით იწყება. სამუშაო ბევრია, რადგან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ამ პლანტაციების განახლებასა და მოვლაზე არავის უზრუნია.

ჰანესი პროფესიით ეკონომისტია, მთელი თავისი კარიერა მენეჯმენტს მიუძღვნა, 20 წლის განმავლობაში სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობაში იყო ჩართული, ხელმძღვანელობდა სატრანსპორტო კომპანიას, რომელშიც დაახლოებით 500 ადამიანი იყო დასაქმებული, სულ რაღაც წელიწადნახევრის წინ კი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში ქართული ჩაის აღდგენის პროგრამის შესახებ შეიტყო, რომელსაც თავის ოთხ თანამშრომელთან ერთად გაეცნო.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ასე გადაწყვიტეს საქართველოში ჩამოსულიყვნენ და ქართული ჩაის აღდგენის პროცესში მონაწილეობა აქტიურად მიეღოთ, შედეგად, კომპანია LTD Renegade Tea დაარსდა.

"ჩვენი პლანტაციები ქუთაისიდან დაახლოებით 20 კილომეტრშია, წყალტუბოსა და ტყიბულის მუნიციპალიტეტში. პირველი პლანტაციის რეაბილიტაცია გასული წლის ნოემბერში დავიწყეთ. ვაწარმოებთ როგორც შავ, ისე მწვანე ჩაის და ვგეგმავთ, რომ თეთრი ჩაიც ვაწარმოოთ. რაც მთავარია, ყველა ეს სახეობა ქართულია", - ამბობს Allnews.ge-სთან საუბრისას ჰანეს საარპუ.

შრომა დაუფასდათ და მცირე ოდენობით სატესტო მოსავალი უკვე აიღეს. პლანტაციებზე მუშაობაში მეგობარი ქვეყნების მოქალაქეებთან ერთად დაახლოებით საქართველოს 10 მოქალაქეა ჩართული. ჰანესის თქმით, სატესტო მოსავალმა გაამართლა და 2019 წლისთვის დაახლოებით 3-4 ტონა ჩაის მოკრეფენ. ისინი საქართველოს კიდევ მინიმუმ 50 მოქალაქის დასაქმებას გეგმავენ.

"ახლა კომერციული მოსავალი დავტესტეთ, რომელიც ჯერჯერობით ძირითადად, წყალტუბოს პლანტაციიდან ავიღეთ, რათა შეგვემოწმებინა, როგორი ხარისხის ჩაის წარმოების საშუალება გვქონდა. მიმაჩნია, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, ჩაის ქვეყანა გახდეს! ადგილობრივებს ძირითადად ხარისხიანი ჩაის წარმოების პრობლემები აქვთ და რაც გვინდა გავაკეთოთ, არის მაღალი ხარისხის ფოთლების შეგროვება. ჩაის ხარისხი დამოკიდებულია ფოთლებზე, რა თქმა უნდა, ტექნოლოგიებსა და კლიმატზე, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს მაღალი ხარისხის ფოთლების შეგროვებას", - აღნიშნა ჰანეს საარპუმ.

ჰანესი დარწმუნებულია, რომ მალე მისი და პარტნიორების მიერ წარმოებული ქართული ჩაი ევროპის ბაზარზე მოხვდება და პოპულარული და მოთხოვნადიც გახდება, რადგან ნატურალური და ორგანული პროდუქტი ყველა ქვეყანაში ფუფუნებად იქცა.

"ჩვენი წარმოების მეთოდი ჩაის მწარმოებელი ქვეყნების სტანდარტებს აბსოლუტურად შეესაბამება. მაგალითად, ვეყრდნობით ჩაის მწარმოებელი ჩინელი ექსპერტების რეკომენდაციებს. თუ მსოფლიოში არსებული მაღალი სტანდარტი არ დააკმაყოფილე, წარმოების როგორი მეთოდიც არ უნდა გამოიყენო, მაღალი ხარისხის ჩაის წარმოება მაინც გაგიჭირდება. ვფიქრობთ, რომ ჩვენი ჩაი ბალტიისპირეთის ქვეყნებში გავიტანოთ, ასევე კონტაქტები გვაქვს შვედეთში, ნიდერლანდებსა და სხვა ქვეყნებში," - აღნიშნავს კომპანიის ერთ-ერთი პარტნიორი.

სანამ ჩაის ბიზნესში ჩაერთვებოდა, როგორც თავად ამბობს, ჰანესს შეიძლება, ადრე ჩაი დღეში ერთხელ, საღამოს, ოჯახთან ერთად დაელია, თუმცა ახლა ქართულ ჩაის სამჯერ უფრო ხშირად სვამს და ცდილობს, ამ პროდუქტის შესახებ კიდევ უფრო მეტი შეიტყოს. როგორც მას, ისე მის პარტნიორებს ეკონომიკური საქმიანობის გამოცდილება აქვთ, ამიტომ ამ პროდუქტის წარმოებას არა როგორც მოყვარულის, არამედ დიდი ბიზნესის სახით აღიქვამენ, ფოკუსს კი ორგანული ჩაის წარმოებაზე აკეთებენ.

„მნიშვნელოვანი არა რაოდენობა, არამედ ხარისხი და მოთხოვნაა. როგორი მოთხოვნაც არის, შესაბამისი მიწოდება უნდა იყოს, აქედან გამომდინარე, ფოკუსირებულები ვართ ხარისხზე. ასევე აქცენტს ვაკეთებთ სტაბილურობაზე, ჩვენ ბიზნესს ახლა ვიწყებთ, რადგან წლების განმავლობაში ეს პლანტაციები მიტოვებული იყო და ძალიან ბევრი მუშაობა გვჭირდება. ასევე უახლოეს მომავალში გვსურს, ფაბრიკის გახსნაც,“ - განმარტავს ჰანეს საარპუ.

ჰანესი ფიქრობს, რომ საქართველოში ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის ხელშეწყობა მისასალმებელია, უკეთეს ბიზნეს გარემოს ქმნის, თუმცა მისი თქმით, ბიზნეს გარემოში კომპანიების რაოდენობა და წარმოებული პროდუქციის ხარისხიც იგულისხმება.

"მაგალითად, ესტონეთში თუ რამე მჭირდება, აღნიშნული პროდუქტის მოწოდება პირობითად, ათ კომპანიას შეუძლია, მე კი მათგან საუკეთესოს ვირჩევ. ქუთაისში კი რაიმე მომსახურების მიღება მხოლოდ ერთი კომპანიისგან შემიძლია და ამ შემთხვევაში ხარისხზე ყურადღებას ვერ გავამახვილებ, ამ მომსახურებას ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დავჯერდე, თუმცა მიმაჩნია, რომ ესეც გაუმჯობესდება", - აღნიშნა მან.

გარდა წარმოებული ჩაის მაღაზიების დახლებზე განთავსებისა და რეალიზაციისა, სამომავლო გეგმებში პლანტაციების ტურისტული პოტენციალის შესწავლა და ვიზიტორების მოზიდვაც შედის. როგორც ჰანესი განმარტავს, ყოველკვირა ურეკავს დაინტერესებული პირი, რომელსაც ჩაის პლანტაციის ნახვა სურს.

"ჩვენ შეგვიძლია, ტურისტებს ვაჩვენოთ, როგორ იზრდება და იწარმოება ჩაი, გავასეირნოთ ულამაზეს პლანტაციაში, რაც უამრავ დაინტერესებულ პირს მოიზიდავს. საქართველოს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს", - აღნიშნა ჰანეს საარპუმ.

პარტნიორები ქუთაისში ნოემბრამდე იცხოვრებენ, პლანტაციებში იმუშავებენ, ბიზნესის ზრდაზე იზრუნებენ და ეცდებიან, რომ ქართული ჩაი ევროპელების ერთ-ერთ საყვარელ პროდუქტად იქცეს.

მკითხველის კომენტარები
(8)

.......
17 ივნისი , 2018 16:06

ნუ ისულელებთ თავსაც და სხვის გასულელებასაც ნუ ცდილობთ. ქართველები უცხოეთში იმიტომ კი არ გარბიან რომ ზარმაცები არიან. ასეთი ბიზნესების წამოწყება-გამართვას ბევრი "ფარა" სჭირდება და რომელ რიგით ქართველს აქვს ეს თანხები. ვისაც ფული აქვს ისინი კი კაზინო-ტოტალიზატორებს ხსნიან რომ ისევ უცხოეთიდან გამოგზავნილი ცოდვით ნაშოვნი კაპიკებიც კი ააწაპნონ საცოდავ ქართველებს და საბოლოოდ წაშალონ ქართული გენი. ჩაიზე კი არა გენის გადარჩენაზე უნდა იტეხონ საცოდავმა ქართველებმა თავი და ეს პლანტაციები გაშენდება თუ არა ამით ბევრი არაფერი შეიცვლება ამ უბედურ ქვეყანაში.

მარიკა
17 ივნისი , 2018 09:06

მოსაწონია ეს წამოწყება

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

როგორ გამოიყურება ესტონელი და ლიეტუველი მეწარმეების მიერ გაშენებული ქართული ჩაის პლანტაციები? | Allnews.Ge