30 კვირა - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ეკონომიკა
15.06.2018 / 07:06
შრიფტის ზომა:

კურორტი ახტალა გაიყიდა

კურორტი ახტალა გაიყიდა

გურაჯაანში მდებარე ბალნეოლოგიური "კურორტი ახტალა" გაიყიდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კურორტი 3 760 000 ლარად გაყიდა. "კურორტი ახტალა" შპს "გლობალ ვიქთორი ჯორჯიამ" შეიძინა.

ელექტრონული აუქციონი 2018 წლის 16 მაისს დაიწყო და გუშინ - 14 ივნისს დასრულდა.

აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველმა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 48 თვის ვადაში პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით "კურორტ ახტალას" საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე არანაკლებ 120 ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსი უნდა ააშენოს, რომელსაც ღია და დახურული ტიპის საცურაო აუზები, რესტორნები, სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი ცენტრები ექნება.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ტერიტორია უნდა გამწვანდეს და იქვე უნდა განთავსდეს არანაკლებ 50 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი. აუქციონის აღნიშნული პირობების შესასრულებლად, "გლობალ ვიქთორი ჯორჯიამ" სულ მცირე, 12 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და სასტუმრო კომპლექსის ფუნქციონირების დაწყებიდან არაუმეტეს 1 თვის ვადაში ამავე კომპლექსში არანაკლებ 50 ადამიანი უნდა დასაქმდეს, არანაკლებ 24 თვის ვადით.

აუქციონის პირობაა, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან 2045 წლის 28 ივნისამდე შენარჩუნდეს "კურორტი ახტალას" საკუთრებაში არსებული პელოიდოთერაპიის (სამკურნალო ტალახით მკურნალობა) მიმართულება.

მკითხველის კომენტარები
(4)

ქეთი
16 ივნისი , 2018 13:06

იყიდება საქართველო, არვინაა მშველელი!

ლია
16 ივნისი , 2018 07:06

კურორტი ახტალა არის მთელი ქართველი ხალხისთვის ღვთისგან ბოძებული მნიშვნელოვანი სამკურნალო დაწესრბულება, რას ქვია გაიყიდა და სამედიცინო მომსახურების ვალდებულება 2045 წლამდე დარჩება?!

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

კურორტი ახტალა გაიყიდა | Allnews.Ge