02 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

განვადებების შესახებ ახალმა რეგულაციებმა ტექნიკის გაყიდვების შემცირება გამოიწვია | Allnews.Ge

განვადებების შესახებ ახალმა რეგულაციებმა ტექნიკის გაყიდვების შემცირება გამოიწვია

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სესხის გაცემაზე ამოქმედებულმა რეგულაციებმა ტექნიკის განვადების რაოდენობა 2 თვეში 12-დან 20%-მდე შეამცირა. ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" ტექნიკის მაღაზიებში განუცხადეს. მათი თქმით, შემცირება განსაკუთრებით რეგიონებში, კეძოდ კი დასავალეთ საქართველოში იგრძნობა. თუმცა, იმედებს ისევ ბანკებზე ამყარებენ და ამბობენ, რომ მომხმარებელებისთვის შემუშავებული კონკრეტული შეთავაზებებებით მდგომარეობას დაარეგულირებენ.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ რეგულაციები, რომლის მიხედვითაც შემოსავლების დადასტურების გარეშე კომერციულ ბანკებს სესხის გაცემა (განვადება) ეზღუდებათ, ნაჩქარევი იყო და ეტაპობრივად უნდა ამოქმედებულიყო. თუმცა, ქვეყანში არსებული ჭარბვალიანობიდან გამომდინარე, მისი აუცილებლობაც არსებობდა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 7 მაისიდან მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე კომერციულ ბანკებს სესხების გაცემა შეეზღუდათ. ეს იმას გულისხმობს, რომ თვითდასაქმებულებს, ანუ მათ, ვისი შემოსავალიც ოფიციალურად არ ფიქსირდება, სესხის მისაღებად დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა დასჭირდებათ. ამასთან, განსაზღვრულია ლიმიტი, თუ რა ოდენობის სესხის მიღება შეეძლებათ თვითდასაქმებულებს. აღნიშული პრინციპი მოქმედებს განვადებაზეც.

"ტექნო ბუმის" დამფუძნებელი, ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებს, რომ სესხებზე რეგულაციების ამოქმედებიდან 2 თვეში განვადებები 12%-ით შემცირდა. თუმცა, ქვეყანაში ტურისტული სექტორის განვითრებამ ნაღდი გადახდების რაოდენობა გაზარდა, შესაბამისად, საერთო გაყიდვებზე დიდად არ ასახულა.

"თუკი მანამდე, მთლიან გაყიდვებში პროპორციულად 60% განვადება იყო, 40% კი ნაღდდი ანგარიშწორება, ახლა 48% განვადებაა, ხოლო 52% ნაღდი გადახდა. თუმცა, ჯამური გაყიდვები არ შემცირებულა. პირიქით, გაიზარდა კიდეც, რადგან ტურისტული სექტორი ვითარდება და ამან გარკვეული მოთხოვნა გააჩინა. შესაბამისად, აანაზღაურა ის დანაკლისი, რაც განვადებების შემცირებამ გამოიწვია",-აცხადებს ანზორ ქოქოლაძე.

მისი თქმით, განვადებები სავარაუდოდ, მცირედით კიდევ შემციდება და 45%-ზე ჩამოვა, თუმცა საბოლოოდ, ბანკები პროცესს დაასტაბილურებენ და მდგომარეობა გამოსწორდება. წაიკითხეთ გაგრძელება