02 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

საიდან შემოდის საწვავი საქართველოში? | Allnews.Ge

საიდან შემოდის საწვავი საქართველოში?

2018 წლის ივნისში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 86,9 ათასი ტონა შეადგინა, რაც მაისის მაჩვენებელთან შედარებით 13,2 ათასი ტონით ნაკლები, გასული წლის ივნისთან შედარებით კი 1,9 ათასი ტონით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2018 წლის ივნისში ბენზინის საწვავის იმპორტმა 48,1 ათასი ტონა (მატება 5,0 ათასი ტონით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 38,8 ათასი ტონა კლება 18,2 ათასი ტონით) შეადგინა.

ქვეყნების მიხედვით 2018 წლის ივნისში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა - 21,1 ათასი ტონა თურქმენეთიდან განხორციელდა, რაც მთელი იმპორტის 24,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 19,2 ათასი ტონა (22,1%); ბულგარეთი - 17,9 ათასი ტონა (20,6%); რუსეთი - 16,6 ათასი ტონა (19,1%), აზერბაიჯანი - 6,3 ათასი ტონა (7,2%), საბერძნეთი - 5,8 ათასი ტონა (6,7%).

2018 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში კი ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა - 143,6 ათასი ტონა რუსეთიდან განხორციელდა, რაც მთელი იმპორტის 27,8%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 128,3 ათასი ტონა (24,8%); თურქმენეთი - 91,8 ათასი ტონა (17,8%); აზერბაიჯანი - 73,7 ათასი ტონა (14,3%), ბულგარეთი - 51,1 ათასი ტონა (9,9%); საბერძნეთი - 28,2 ათასი ტონა (5,4%).

იხილეთ სტატია სრულად