02 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რა პრეტენზიები არსებობს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ | Allnews.Ge

რა პრეტენზიები არსებობს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ

მიმდინარე წლის იანვარ-მაისში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ ეროვნულ ბანკში 631 პრეტენზია დაფიქსირდა. აქედან 28 შემთხვევაში მომხმარებლის პრეტენზია საფუძვლიანად მიიჩნიეს, თუმცა, პრობლემა არ აღმოფხვრილა; 251 ფაქტზე - პრეტენზიის პრობლემა მომხმარებლის სასარგებლოდ გადაწყდა და პრობლემაც აღმოფხვრილია; 9 შემთხვევაში პრეტენზიის განხილვა არ დასრულებულა; 343 ფაქტზე კი პრეტენზია უსაფუძვლოდ მიიჩნიეს.

საქართველოში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა შემცირდა

ოფიციალური მონაცემებით, პრეტენზიები უმეტეს - 528 შემთხვევაში სამომხმარებლო სესხებს ეხება. შემდეგ მოდის მომენტალური განვადება, რომელთან დაკავშირებითაც იანვარ-მაისში 40 პრეტენზია დაფიქსირდა; 17 შემთხვევაში კი პრეტენზია იპოთეკური სესხებთან იყო დაკავშირებული.

რაც შეეხება პრეტენზიის ხასიათებს, ყველაზე მეტი - 185 პრეტენზია ადმინისტრაცია-მომსახურების საკითხთან არის დაკავშირებული; 158 - ჯარიმისა და ვადაგადაცილების საკომისიოებთან; 71 შემთხვევაში პრეტენზია - ტრანზაქციებს; 57 შემთხვევაში კი - საპროცენტო შენატანებს შეეხება.

წყარო: bpn.ge