23 კვირა - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ეკონომიკა
17.07.2018 / 07:07
შრიფტის ზომა:

საქართველოში ტექნიკის მაღაზიები ერთიანდებიან

საქართველოში ტექნიკის მაღაზიები ერთიანდებიან. ბოლო 7 თვის განმავლობაში ჯერ "ალტამ" და "მეტრო მარტმა" მიიღეს კონცენტრაციის გადაწყვეტილება, ახლა კი კონკურენციის სააგენტოს "სმაილმა" და "არაიმ" მიმართა.

როგორც ბიზნესისა და ეკონომიკის ექსპერტები აცხადებენ, ეს შეიძლება ხდებოდეს "პლიუს განვითრებისთვის" ან "მინუს განვითარების" გამო. მათი თქმით, პირველი შემთხვევა კარგია, რადგან კომპანიების გაერთიანება ხარჯების დაზოგვის მიზნით უკეთესი მომსახურების მიწოდებას და განვითარებას გულისხმობს. თუმცა, თუ ეს ხდება - ფინანსებზე ხელმიუწვდომლობის გამო, თვითგადარჩენის მიზნით გადადგმული ნაბიჯია და აქ შესაძლოა, გაკოტრებების პროცესიც ვიხილოთ.

უმსხვილესმა საბითუმო კომპანია "ალტამ" ელექტროტექნიკის ჰიპერმარკეტების ქსელის "მეტრომარტის" 50% წილის შეძენაზე განაცხადი 2017 წლის ოქტომბერში შეიტანა. თუმცა, "მეტრომარტის" წილის გადაფორმება სახელმწიფოს მიერ კანონით დაწესებული რეგულაციების გავლის შემდეგ, 2017 წლის დეკემებრის ბოლოს დაასრულა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

რაც შეეხება "სმაილსა" და "არაი თუმოროუს", როგორც საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შპს "ამერიტექსა" და შპს "სმაილს" შორის მოსალოდნელი კონცენტრაციის შესახებ წინასწარი შეტყობინება სააგენტოში 2018 წლის 11 ივნისს შევიდა.

სააგენტომ მონაცემების შესწავლისა და ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად, კომპანიების როგორც დამოუკიდებელი ეკონომიკური აგენტების მიერ ერთობლივი საწარმოს დაფუძნების გზით განსახორციელებელი კონცენტრაცია, კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად მიიჩნია.

ბიზნეს სამართლის სპეციალისტი აკაკი ჩარგლიშვილი "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ როგორც წესი, ასეთი გაერთიანებებს რამდენემე მხარე აქვს. მისი თქმით, თუ ასეთ ნაბიჯს რაიმე არასამართლებრივი საფუძველი წინ არ უძღვის, ზოგადად კარგია, რადგან როდესაც ერთვაროვანი სერვისი ერთ დიდ კომპონენტშია მოთავსებული, მომხრებლებს უფრო მეტი ხელმისაწვდომობა აქვთ.

თუმცა, როგორც აკაკი ჩარგლიშვილი განმარტავს, თუ ეს ფინანსზებზე ხელმიუწვდომლობითაა განპირობებული, უფრო თვითგადარჩენისთვის გადადგმული ნაბიჯია.
"ზოგადად, ბიზნესში ასეთ ტიპის გაერთიანებები კომპანიის დანახარჯებსაც ამცირებს, სერვისაც აუმჯობესებს და ა.შ. გარდა ამისა, შესაძლებელია ასეთ გაერთიანებებზე კიდევ უფრო სხვა მიზნებისკენ მიდოდნენ. მაგალითად, იმისთვის, რომ კაპიტალის ბაზარზე გამოვიდნენ, აქციები გამოიტანონ, უფრო მეტად გააფართოვონ სამომხმარებლო არეალი, ბიზნესი, რაც, რა თქმა უნდა, კარგია.

რაც შეეხება მეორე მხარეს, შესაძლებელია, ეს გაერთიანება უკავშირდებოდეს იმას, რომ ხელმიუწვდომელი გახდა სამომხმარებლო განვადების ფული, რომელიც საყოფაცხოვრებო ტექნიკას უკავშირდებოდა. ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ქართველი მომხმარებელი ძალიან მივეჩვიეთ დამოკიდებულებას, რომ როდესაც ტექნიკის შეცვლაა საჭრო, პრაქტიკულად, შესაკეთებლადაც აღარ მივდივართ, პირდაპირ გამოცვლაზე ვფიქრობთ, რადგან ამ ტიპის მაღაზიებში უპირატესად ხელმისაწვდომი იყო საყოფაცხოვრებო სესხი. თუნდაც, 1 ან 4 წლის წინ თქვენ აღმოაჩენდით, რომ ტექნიკის მაღაზიების ფართის 30% ეკავა სხვადასხვა ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წამორმადგენლებს. ამ ეტაპზე ეროვნული ბანკის რეგულაციებიდან გამომდინარე, ასეთი ტიპის ურთიერთობები, პრაქტიკულად, ხელმიუწვდომელი გახდა. შესაბამისად, ბანკებმაც და მიკროსაფინანსოებმაც უკვე დაითხოვეს თავიანთი თანამშრომლები და შეიზღუდა ამ ტიპის ფულის გაცემის მექანიზმი.

ამიტომ, შესაძლებელია ეს უკავშირდებოდეს გაყიდვების სიმცირეს და იმის გამო, რომ კომპანიები ერთიანობაში გადარჩნენ, მიმართეს ამ გზას, რათა გააერთიანონ თანამშრომლები, ასევე როგორც სადისტრუბუციო, სამომხმარებლო და საგარანტიო ქსელები, ამით კი დაზოგონ დანახარჯი, რათა ბიზნესმა შეძლოს ოპერირება და განვითრება. მე ვფიქრობ, ამ პირობებში ტექნიკის მაღაზიებმა უფრო თვთგადარჩენის მექანიზმს მიმართეს, ვიდრე განვითარების",-აცხადებს აკაკი ჩარგლიშვილი.

კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, რომ მომავალში ტექნიკის სხვა მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების გაერთინებაც ვიხილოთ, ბიზნეს სამართლის სპეციალისტი ამბობს, რომ ამას გვიჩვენებს დრო და თუ კომპანიები "მინუს განვითარების" გამო ერთიანდებიან, შეესაძლოა, მომავლში გაკოტრებებიც ვიხილოთ. განაგრძეთ კითხვა bpn.ge-ზე

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

საქართველოში ტექნიკის მაღაზიები ერთიანდებიან | Allnews.Ge