Facebook-ის აქციების ღირებულება 19%-ით დაეცა - ცუკერბერგმა მილიარდები იზარალა
მარკ ცუკერბერგმა ერთ დღეში იმაზე გაცილებით დიდი ოდენობის ფული დაკარგა, რაც კომპანია Molson Coors Brewing ან Nasdaq-ის მთლიანი ღირებულებაა.
გულწრფელად რომ ითქვას S&P 500-ში დაახლოებით 175 ისეთი კომპანიაა, რომელთა საერთო ღირებულება 15.9 მილიარდ დოლარზე ნაკლებია. სწორედ ეს თანხა დაკარგა სოციალურ ქსელ Facebook-ის თანადამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა ერთ დღეში. ხუთშაბათს სოციალური ქსელის აქციების ღირებულება 19%-ით დაეცა.
34 წლის მარკ ცუკერბერგი ახლა მსოფლიოში მეექვსე უმდიდრესი ადამიანია და მისი ქონება 70,6 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ის თანხა, რომელიც მარკ ცუკერბერგს ხელიდან ერთ დღეში გამოეცალა, ერთი ადამიანის მიერ ერთ დღეში განხორციელებული ყველაზე დიდი დანაკარგია, რომელიც ოდესმე აღრიცხულა რეიტინგში.
აქციების კლების შედეგად სოციალური ქსელის სხვა თანადამფუძნებლებიც დასტინ მოსკოვიცი და ედუარდო სავერინიც დაზარალდნენ, მათ შესაბამისად 3,9 მილიარდი დოლარი და 2,2 მილიარდი დოლარი დაკარგეს.
მკითხველის კომენტარები
(0)