საზოგადოება
26.12.2016 / 06:12
შრიფტის ზომა:

სად წავიყვანოთ ბავშვი საახალწლოდ

სად წავიყვანოთ ბავშვი საახალწლოდ

ახალი წელი ზეიმსა და გართობასთან ასოცირდება. მშობლებიც ცდილობენ, მეტი დრო დაუთმონ ბავშვებს და გასართობ ღონისძიებებზე წაიყვანონ. Allnews.ge გთავაზობთ ინფორმაციას საახალწლო საბავშვო ღონისძიებების შესახებ.

კონტაქტური ზოოპარკი "ფაუნალენდი" პატარა მაყურებლებს სთავაზობს საახალწლო ზღაპარს "ჯადოსნური გარდაქმნა." ბილეთების ფასი 8 და 14 ლარია. ღონისძიება 17 დეკემბებრს დაიწყო და კვირაში რამდენჯერმე იმართება.

25 დეკემბრიდან კი თბილისის ცირკში საცირკო წარმოდგენა სახელად "საახალწლო ატრაქციონების აღლუმი" გელოდებათ. წარმოდგენაზე მაყურებლის წინაშე წარდგებიან ილუზიონისტები, საჰაერო ტანმოვარჯიშეები, ჟონგლიორები. ასევე, წარმოდგენილი იქნება ვეფხვების ატრაქციონი და ესპანური კორიდა, აქლემები, ძაღლები და იაკები. ბილეთის ფასი 10-დან 25 ლარამდე მერყეობს.

ახმეტელის თეატრში სპექტაკლი "თოვლის დედოფალი" 20 ნოემბერს დაიწყო.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

თოვლის დედოფალი ყინულის სასახლიდან ცნობილი დანიელი მეზღაპრის ჰანს ქრისტიან ანდერსენის ერთ ერთი ყველაზე პოპულარული პერსონაჟია. ახმეტელის თეატრი ცნობილი ზღაპრის უჩვეულო და საინტერესო ინტერპრეტაციას წარმოგიდგენთ. ბილეთები 7-10 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ.

"ბიბლუსი ქიდსი" 24 დეკემბრიდან საახალწლო ზეიმს "ჰოუ! ჰოუ! ჰოუ!" გთავაზობთ. საახალწლო პროგრამაში შედის: უსაყვარლესი პეპი, ყველაზე მზრუნველი პოპინსები, თაგუნია ჯერონიმო, ულამაზესი ელზა და სანტა კლაუსი შორეული ლაპლანდიიდან. ბილეთის ფასი 25 ლარია.

მოზარდმაყურებელთა თეატრი 27 დეკემბრიდან საახალწლო ნაძვის ხეს წარმოგიდგენთ. სანახაობაზე წარმოდგენილები იქნებიან: მგელი, მელა, კურდღელი, თოვლის გუნდა, ცეცხლი, მიმი, კაკტუსი, სალამურა, ჭიამაია, ციცინათელა და უცხოპლანეტელები. ბილეთის შეძენა 6-8-10-12 ლარადაა შესაძლებელი.

გრიბოედობის თეატრი 6 და 7 იანვარს რუსულ ენაზე წარმოადგენს მიუზიკლს "საშობაო ზღაპარი". ბილეთის ფასი 5 ლარია.

საბავშვო სტუდია "ენკი-ბენკი" 7 და 8 იანვარს საახალწლო მიუზიკლს "ოცნების ქალაქი" შემოგთავაზებთ კუტურის ცენტრ "მოზაიკაში". მიუზიკლი შობის ღამის სასწაულსა და ჯადოსნურ ქალაქზეა, სადაც იკრიბება ყველა, ვისაც ოცნებების ახდენა სურს. ბავშვებს უამრავი პერსონაჟი, ლამაზი მუსიკა და საინტერესო ისტორიები ელოდებათ. ბილეთის ფასი 12-18 ლარია.

საახლაწლო ღონისძიებები ბათუმშიც გაიმართება.

4 იანვრიდან ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი წარმოადგენს შთამბეჭდავ სანახაობას ყინულის მოედანზე. მოსკოვის ცირკის ყინულის ბალეტის მსახიობები აჩვენებენ დაუვიწყარ შოუ-ბალეტს ყინულზე. პროგრამა შეიქმნა სპეციალურად ბათუმის გასტროლისთვის.

ჩამოთვლილ ღონისძიებებზე დასაწრები ბილეთები უკვე გაყიდვაშია.

ნანა მღებრიშვილი

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რატომ უფასურდება თურქული ლირა? | Allnews.Ge

რატომ უფასურდება თურქული ლირა?

ლირა გაუფასურებას განაგრძობს. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ერთი დოლარი 6,85 ლირად ივაჭრება. ეს კი 10 აგვისტოს თურქეთის ცენტრალური ბანკის მიერ დადგენილ ოფიციალურ კურსთან შედარებით 92 პუნქტით ნაკლებია.

თურქეთის ეროვნულმა ვალუტის გაუფასურებამ კი მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, რაც ნამდვილად არ არის გასაკვირი. თურქეთი დღეს არის ქვეყანა, რომელიც ერთი მხრივ ნატო-ს წევრია და რეგიონში ამერიკის ერთ-ერთ დასაყრდენს წარმოადგენს, მეორე მხრივ ეს არის ქვეყანა, რომელიც უკვე აშკარად ეწინააღმდეგება დასავლურ, მათ შორის, ნატო-ს სტანდარტებს და საკმაოდ დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს. ამას აქვს თავისი უკუშედეგებიც, რაც პირველ რიგში ამერიკასთან ურთიერთობაზე აისახება.

შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა ახალ მინიმუმამდე დავარდა მას შემდეგ, რაც თურქეთში ამერიკელ პასტორს ენდიუ ბრანსონს განაჩენი გამოუტანეს და შინა პატიმრობაში გადაიყვანეს. ამერიკული მხარე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ავრცელებდა მინიშნებებს, რომ პასტორის საქმე უნდა შეწყვეტილიყო, ვინაიდან ის სრულიად უდანაშაულოა. არ არის გასაკვირი, რომ თურქეთი მას იყენებს და სურს ბრანსონი ფეთჰულა გიულენში გაცვალოს. ამას ამერიკა არ აკეთებს. 1-ელ აგვისტოს ამერიკამ სანქციები დაუწესა თურქეთის შინაგან და იუსტიციის მინისტრებს. ამან ლირაზე უარყოფითად იმოქმედა და გაუფასურების პირველი ტალღა მივიღეთ.

ამერიკის მეორე ნაბიჯი სრულიად მოულოდნელი იყო. ეს ინფორმაცია კი დონალდ ტრამპმა 10 აგვისტოს "ტვიტერში" გაავრცელა. მან თურქეთს ალუმინსა და ფოლადზე გაორმაგებული გადასახადები დაუწესა - ალუმინზე 20%, ხოლო ფოლადზე 50 % ოდენობით. ამან პარასკევს ლირას ძლიერი ვარდნა გამოიწვია.

თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ ლირას გაუფასურება მხოლოდ ამერიკის პრეზიდენტის სანქციების გამო არ დაწყებულა. ლირას გაუფასურება ბევრად ადრე დაიწყო, 2018 წლის იანვრის შემედეგ კი თითქმის 45%-ით გაუფასურდა. ლირა ივნისის შემდეგაც საგრძნობლად გაუფასურდა ერდოღანის პრეზიდენტად ხელმეორედ არჩევის შემდეგაც.

ვნახოთ რას წერს ამერიკული ჟურნალი „ფორბსი“ ამ საკითხთან მიმართებით. განაგრძეთ კითხვა