
პირი, რომელსაც ერთზე მეტი საცხოვრებელი არ ექნება, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის აღებას 1-ლი ნოემბრიდან ვეღარ შეძლებს.
აღნიშნული რეგულაცია ნოემბრიდან მხოლოდ კომერციულ ბანკებს, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან კი ყველა სესხის გამცემ სუბიექტს შეეხება.
ამის შესახებ "ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ" ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ დებულებაშია აღნიშნული. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დებულების სამუშაო ვერსია სებ-მა რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა და მისი ამოქმედება ყველა სესხის გამცემი სუბიექტისთვის 2019 წლის 1-ლი იანვრიდან იგეგმებოდა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
დღეს გამართულ ბრიფინგზე კი სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ რეკომენდაციების მიღების შემდეგ ამ დებულების საბოლოო ვერსია ჩამოყალიბდა, ხოლო მასში გაწერილი რეგულაციების ამოქმედების თარიღმა კომერციული ბანკებისთვის გადმოიწია და მისი თქმით, ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილება კომერციულ ბანკებს 1-ლი ნოემბრიდან მოუწევთ.
დოკუმენტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ მსესხებელს/თანამსესხებელს შემოსავალი არ აქვს და არც მისი გადამხდელუნარიანობის ანალიზია ჩატარებული, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის მიღებას ვერ შეძლებს, თუ მსესხებელს/თანამსესხებელს ერთზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება არ ექნება.
"როდესაც მსესხებელს/თანამსესხებელს არ გააჩნია მიმდინარე შემოსავლები, ან/და სესხის გამცემი ორგანიზაციის მიერ მსესხებლის თანამსესხებლის გადამხდელუნარიანობის დეტალური ანალიზი არ არის ჩატარებული, უძრავი ქონების უზრუნველყოფით სესხის/კრედიტის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელს/თანამსესხებელს საკუთრებაში გააჩნია ერთზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება და ამავდროულად სესხის უზრუნველსაყოფად დატვირთული არ არის მსესხებლის/თანამსესხებლის ის ქონება, რომელიც მისმიერ როგორც საცხოვრებელი გამოიყენება",-აღნიშნულია დოკუმენტში.
წყარო: bpn.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პირი, რომელსაც ერთზე მეტი საცხოვრებელი არ ექნება, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის აღებას 1-ლი ნოემბრიდან ვეღარ შეძლებს.
აღნიშნული რეგულაცია ნოემბრიდან მხოლოდ კომერციულ ბანკებს, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან კი ყველა სესხის გამცემ სუბიექტს შეეხება.
ამის შესახებ "ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ" ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ დებულებაშია აღნიშნული. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დებულების სამუშაო ვერსია სებ-მა რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა და მისი ამოქმედება ყველა სესხის გამცემი სუბიექტისთვის 2019 წლის 1-ლი იანვრიდან იგეგმებოდა.
დღეს გამართულ ბრიფინგზე კი სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ რეკომენდაციების მიღების შემდეგ ამ დებულების საბოლოო ვერსია ჩამოყალიბდა, ხოლო მასში გაწერილი რეგულაციების ამოქმედების თარიღმა კომერციული ბანკებისთვის გადმოიწია და მისი თქმით, ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილება კომერციულ ბანკებს 1-ლი ნოემბრიდან მოუწევთ.
დოკუმენტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ მსესხებელს/თანამსესხებელს შემოსავალი არ აქვს და არც მისი გადამხდელუნარიანობის ანალიზია ჩატარებული, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის მიღებას ვერ შეძლებს, თუ მსესხებელს/თანამსესხებელს ერთზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება არ ექნება.
"როდესაც მსესხებელს/თანამსესხებელს არ გააჩნია მიმდინარე შემოსავლები, ან/და სესხის გამცემი ორგანიზაციის მიერ მსესხებლის თანამსესხებლის გადამხდელუნარიანობის დეტალური ანალიზი არ არის ჩატარებული, უძრავი ქონების უზრუნველყოფით სესხის/კრედიტის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელს/თანამსესხებელს საკუთრებაში გააჩნია ერთზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება და ამავდროულად სესხის უზრუნველსაყოფად დატვირთული არ არის მსესხებლის/თანამსესხებლის ის ქონება, რომელიც მისმიერ როგორც საცხოვრებელი გამოიყენება",-აღნიშნულია დოკუმენტში.
წყარო: bpn.ge
მკითხველის კომენტარები
(2)
მერე უკვირთ არჩევნების...
რაღა გიჭირს ავშენდით უკვე:)) სხლი რომ არ მაქვს იმიტომ ვიღებ იპოთეკას, თორე 2 სახლი თუ მაქვს ე.ი. ფულიც მაქვს და აღარ მინდა სესხი, ლოგიკას ვერ მივხვდი ან ვერგ გავიგე:))))