27 ხუთშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ეკონომიკა
29.09.2018 / 09:09
შრიფტის ზომა:

აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სურსათზე ფასები გაზრდილია 3,3%-ით, მედიკამენტებზე - 10,3%-ით, ბენზინზე - 19,5%-ით

აგვისტოს თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სურსათზე ფასები გაზრდილია 3,3%-ით, მედიკამენტებზე - 10,3%-ით, ხოლო ბენზინზე - 19,5%-ით, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "საქსტატის" აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განუცხადა. მისი თქმით, იმპორტირებულ პროდუქტზე ფასების ზრდის მიზეზი ვალუტის დევალვაციაა.

"სასურსათო საქონელზე ფასები გაზრდილია 3,3%-ით, რაც შეეხება მედიკამენტებს, სახეზე გვაქვს 10,3%-იანი ზრდა, ხოლო ბენზინზე - 19,5% ით. რთულია იმის თქმა, ფასების ზრდის ტენდენციას უნდა ველოდოთ თუ არა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ვალუტის დევალვაცია გარკვეულ გავლენას ახდენს პროდუქტის ფასების ზრდაზე იქიდან გამომდინარე, რომ სამომხმარებლო კალათაში იმპორტულ პროდუქციას დაახლოებით 25%-იანი წილი აქვს, ანუ ვალუტის დევალვაციას მეოთხედი გავლენა აქვს ფასების ზრდაზე. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ ნავთობპროდუქტები, მათ შორის ბენზინი მთლიანად იმპორტირებული პროდუქტია, რა თქმა უნდა, ვალუტის დევალვაცია მასზე გავლენას მოახდენს", - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

მკითხველის კომენტარები
(2)

....
02 ოქტომბერი , 2018 12:10

მიდი ნაჩალნიკ, მასე გააგრძელე ხალხის ძარცვა ....

....
02 ოქტომბერი , 2018 12:10

მიდი ნაჩალნიკ მასე გააგრძელე ....

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სურსათზე ფასები გაზრდილია 3,3%-ით, მედიკამენტებზე - 10,3%-ით, ბენზინზე - 19,5%-ით | Allnews.Ge