ეკონომიკა
02.11.2018 / 12:11
შრიფტის ზომა:

როდის დაიწყება ლარის გამყარება - ეკონომიკის მინისტრის კომენტარი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია ვარაუდობს, რომ წლის ბოლოსკენ ლარის კურსის დასტაბილურება არის მოსალოდნელი.

მინისტრის თქმით, ზოგადად, საახალწლოდ ლარის კურსის ტენდენცია არის გაძლიერებისკენ, ვინაიდან ქვეყანაში ვალუტის შემოდინებები მაღალია და ასევე, მიმდინარეობს ტურისტული მაჩვენებლების ზრდა.

"ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი ეკონომიკის მდგომარეობა არის ძალიან კარგი. ექსპორტი იზრდება, ეკონომიკა გაიზარდა. ეს ყველაფერი აუცილებლად აისახება ლარის კურსზე. ჩვენ ვთვლით, რომ ლარი აუცილებლად დასტაბილურდება და კიდევ უფრო მეტ სტაბილურობას დაუბრუნდება წლის ბოლოსკენ. ვვარაუდობთ, რომ ეკონომიკა კიდევ უფრო გაძლიერდება და ზრდა იქნება კიდევ უფრო ძლიერი მომავალი ორი თვის განმავლობაში. კიდევ ერთხელ გავიარეთ ეროვნული ბანკის სტრატეგია, ვთვლით, რომ ის სტრატეგია, რასაც ისინი აწარმოებენ მონეტარული თვალსაზრისით, ჯანსაღია და მართებული. ლარის გაუფასურება დამოკიდებული იყო თურქეთში მომხდარ დესტაბილიზაციაზე", - განაცხადა ქობულიამ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

გაცვლითი კურსის ცვლილება ინფლაციის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია, თუმცა ის არც ერთადერთ და, არც ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს არ წარმოადგენს, – ამის შესახებ კი ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი კობა გვენეტაძე სოციალურ ქსელში, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, რითაც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ინფლაციის მაჩვენებლებს ეხმაურება.

კობა გვენეტაძე იმ მიზეზებზე საუბრობს, რითაც ინფლაციაა განპირობებული.

"ჩვენთან ხშირად აიგივებენ ინფლაციასა და ლარის კურსის აშშ დოლარის მიმართ გაუფასურებას. დღეს დილით სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ოქტომბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 2.3%, ხოლო თვიური ინფლაცია 0.3%-ია. რა თქმა უნდა, გაცვლითი კურსის ცვლილება ინფლაციის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია, თუმცა ის არც ერთადერთ და, არც ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს არ წარმოადგენს. ხშირად იხსენებენ, რომ წლების წინ ლარის გაცვლითი კურსი დოლართან გაცილებით დაბალი იყო, მაგრამ ამავე დროს ავიწყდებათ, რომ 2007-2008 წლებში (როდესაც ლარის კურსი დოლარის მიმართ ყველაზე "მყარი" იყო), ინფლაციის მაჩვენებელი 10%-ს აღემატებოდა. რა თქმა უნდა, მხოლოდ ამ ფაქტზე დაყრდნობით კატეგორიული დასკვნების გამოტანა არ შეიძლება, თუმცა ეს იმის ნათელი მაგალითია, რომ ინფლაციასა და გაცვლით კურსს შორის ცალსახა კავშირი არ არის და რომ ინფლაციას მხოლოდ გაცვლითი კურსი არ განსაზღვრავს. ინფლაცია უფრო მეტად დამოკიდებულია ერთობლივ მოთხოვნაზე და, რა თქმა უნდა, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებებზე. დღეს ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის ჩარჩო და ინსტრუმენტები საკმარისად განვითარებული აქვს იმისთვის, რომ ინფლაცია მომავალშიც დაბალ ნიშნულზე შეინარჩუნოს.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი საშუალოვადიან პერიოდში 3%-ია, რაც არ ნიშნავს ინფლაციას 0-დან 3%-მდე, არამედ ნიშნავს ინფლაციას 3%-თან ახლოს. შესაბამისად, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე ზოგჯერ მაღლა, ზოგჯერ კი, დაბლა იქნება, მაგრამ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის გატარების შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში 3%-თან ახლოს შენარჩუნდება", – აცხადებს გვენეტაძე.

მკითხველის კომენტარები
(11)

რამაზი
05 ნოემბერი , 2018 12:11

ამათი გადამკიდე ხანდახან მგონია სხვა ქვეყანაში ვცხოვრობ

ნინო
04 ნოემბერი , 2018 17:11

გამოქ(ვ)ობულში ცხოვრობ, შე ტვინთხელო მინისტრო. თუ რამე იზრდება სასიკეთოდ, თქვენი ამოსაწყვეტი ოჯახების კეთილდღეობა. ბნელაა შე ლაყე.

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

როდის დაიწყება ლარის გამყარება - ეკონომიკის მინისტრის კომენტარი | Allnews.Ge