31 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ეკონომიკა
27.09.2019 / 12:09
შრიფტის ზომა:

ფინანსთა მინისტრის თქმით, ლარი წლის ბოლომდე გამყარდება

ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს სჯერა, რომ ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად, „ლარი არა მარტო დასტაბილურდება, არამედ წლის ბოლომდე გამყარებას დაიწყებს“.

როგორც ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს ლარის კურსზე საუბრისას განუცხადა, ამ ეტაპისთვის ყველა პირობაა, რომ ლარის გამყარებაზე ვიფიქროთ.

„ მინდა გითხრათ, რომ ხელისუფლების მიერ განხორციელებული ფისკალური პოლიტიკა არანაირად არ უწყობს ხელს ლარის გაუფასურებას. ეს მცდარი მოსაზრებაა. ჩვენი ფისკალური დეფიციტი დაგეგმილის ფარგლებშია. ჩვენი ხარჯვა არის პასუხისმგებლიანი, შესაბამისად, ამ მხრივ, ლარზე ზეწოლა არაა. თუმცა არაერთხელ ვთქვით, რომ იყო სხვადასხვა ფაქტორები, საგარეო და მათ შორის შიდა პოლიტიკური ფაქტორების, რამაც ეს გამოიწვია.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მე მგონია, რომ ეროვნული ბანკი ამას ძალიან დიდი ყურადღებით ადევნებს თვალყურს. რასაკვირველია, ჩვენს შორის არის და იქნება კოორდინაცია, უბრალოდ მაინც უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ეროვნული ბანკი დამოუკიდებელია ინსტიტუციაა. მე მჯერა, რომ ის ნაბიჯები, რომელიც ბოლო პერიოდში გადაიდგა, დღეს ეროვნული ბანკის მიერ ინტერვენციაც განხორციელდა, რამდენიმე დღის წინ იყო მონეტარული განაკვეთის აწევა, ეს ყველაფერი ერთობლიობაში თავის ნაყოფს გამოიღებს და ლარი არა მარტო დასტაბილურდება, არამედ წლის ბოლომდე ლარი დაიწყებს გამყარებას. როდესაც ამას ვამბობთ ყველა ელოდება რომ ეს პროცესი დღეებსა და კვირებში მოხდება, თუმცა, სამწუხაროდ ეს ასე არაა, ამას როგორც წესი, რამდენიმე თვე სჭირდება, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, მოლოდინი და პროგნოზები ლარი მიმართ არის პოზიტიური,“-განაცხადა მაჭავარიანმა.

გაუფასურების მიზეზებზე საუბრისას, მინისტრმა კიდე ერთხელ აღნიშნა , რომ მიზეზები კომპლექსურია და ერთ-ერთ მიზეზად რუსეთის ტურისტული ემბარგო და ამ მიმართულებით 200-300 მილიონის დანაკლისის მოლოდინი დაასახელა.

მკითხველის კომენტარები
(1)

....
08 ოქტომბერი , 2019 08:10

მაგ გამყარებაზე ერთხელ ჯაბა იოსელიანმა მწარედ თქვა ....

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ფინანსთა მინისტრის თქმით, ლარი წლის ბოლომდე გამყარდება | Allnews.Ge