28 პარასკევი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ეკონომიკა
25.06.2020 / 07:06
შრიფტის ზომა:

ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის მაისში, წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი მთლიან სესხებზე შეადგენდა 13,6%-ს, რაც 1,5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი კი წლის განმავლობაში 14,8%-დან 16,9%-მდე გაიზარდა.

ამავე მაჩვენებლების მიხედვით, სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ყველაზე მეტად ფიზიკური პირებისთვის ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებს შეეხო. კერძოდ, მაისის მონაცემებით, ფიზიკური პირების სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 21,6%-ს, ეს კი გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 4,5%-ით მეტია.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთს, აქ წლიურ ჭრილში შემცირება ფიქსირდება. კერძოდ, წელს მაისში უცხოურ ვალუტაში გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 6,5%-ს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 7,2%-ს.

რაც შეეხება იურიდიული პირებისთვის გაცემულ სესხებს, ზრდა აქაც დაფიქსირდა, თუმცა ტრადიციულად, მინიმალური მოცულობის. კერძოდ, ლარში გაცემული სესხები 10,6%-დან 12,3%-მდე გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე კი საპროცენტო კანაკვეთი 7,3%-დან 6,8%-მდე შემცირდა. მთლიანად კი უცხოურ ვალუტაში სესხების საპროცენტო განაკვეთი 0,5%-ით შემცირდა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა | Allnews.Ge