29 შაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ეკონომიკა
28.08.2020 / 07:08
შრიფტის ზომა:

კომპანიები, რომლებიც ჩინეთს სრულად ან ნაწილობრივ ტოვებენ

კორონავირუსის პანდემიის ფონზე ათობით ამერიკულმა კომპანიამ გადაწყვიტა, ჩინეთში სხვდასხვა სახის პროდუქტის წარმოებაზე უარი თქვას და ისინი უკან, აშშ-ში ან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რომელიმე ქვეყანაში გადაიტანოს.

აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე კომპანიამ ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში მას შემდეგ მიიღო, რაც ჩინეთში კორონავირუსის პანდემიამ იფეთქა და სწრაფი ტემპით ჯერ მთელს ქვეყანაში, შემდეგ კი მსოფლიოში გავრცელდა.

რამდენიმე თვის განმავლობაში ჩინეთში წარმოება შეჩერდა, ამასთან ბოლო წლებში აშშ-ჩინეთს შორის არსებული სავაჭრო ომის ფონზე ამერიკულმა კომპანიებმა გადაწყვიტეს ჩინეთში წარმოების ნაწილზე უარი ეთქვათ. Fორბეს-ის ინფორმაციით ასეთი 60-ზე მეტი კომპანიაა.

HP და Dell

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამერიკულმა პერსონალური კომპიუტერების მწარმოებელმა უმსხვილესმა კომპანიებმა HP და Dell-მა გადაწყვიტეს წლის ბოლომდე წარმოების 30% სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში გადაიტანონ.

Apple

ამერიკულმა მულტინაციონალურმა კორპორაცია Apple-მა კი გადაწყვიტა მიმდინარე წლის ბოლომდე ჩინეთში პროდუქციის წარმოება 30-დან 15%-მდე შეამციროს და საკუთარი საწარმოები ინდოეთში გადაიტანოს.

Hasbro Inc

Hasbro Inc უმსხვილესი ამერიკულ-კანადური კომპანიაა, რომელიც ათასობით სახის სათამაშოებსა და სამაგიდო თამაშებს ამზადებს. კომპანიის ქარხნების უმეტესობა ჩინეთში მდებარეობს. მათ დაგეგმილი აქვთ 2020 წლის ბოლომდე ჩინეთში წარმოება 50%-ით შეამცირონ და ახალი ქარხნები ინდოეთსა და ვიეტნამში გახსნან.

აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილი კომპანიების გარდა ჩინეთში წარმოების შემცირებას ასევე გეგმავენ Samsung, Nintendo, GoPro და კიდევ ათობით სხვა კომპანია. მათი უმეტესობა ქარხნების გადატანას ინდოეთში, ვიეტნამში, მექსიკაში, ტაილანდსა და მალაიზიაში გეგმავს, რადგან აღნიშნულ ქვეყნებში წარმოება გაცილებით ნაკლებ დანახარჯებთანაა დაკავშირებული.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

კომპანიები, რომლებიც ჩინეთს სრულად ან ნაწილობრივ ტოვებენ | Allnews.Ge