22 შაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ეკონომიკა
29.09.2020 / 13:09
შრიფტის ზომა:

კომპანიები, რომლებმაც პანდემიის მიუხედავად ათასობით ადამიანი დაასაქმეს

კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკას საკმაოდ მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა, დაიხურა ათასობით კომპანია და ადამიანები სამსახურის გარეშე დარჩნენ.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ეკონომიკა ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, ზოგიერთი კომპანიის წარმოება გაიზარდა და ჭარბი მოთხოვნის გამო მათ დამატებითი მუშახელის დაქირავება დასჭირდათ.

CNN წარმოგიდგენთ 6 კომპანიას, რომლებმაც პანდემიის დროს ყველაზე მეტი ადამიანი დაასაქმეს:

Amazon

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

გაზრდილი მოთხოვნის გამო კომპანია Amazon-მა სექტემბრის თვეში დამატებით 33 000 ვაკანსია გამოაცხადა. კომპანიის განცხადებით, ისინი დასაქმებულებს საათში 15 აშშ დოლარს უხდიან.

FedEx

კომპანია FedEx დამატებით 70 000 ადამიანის სეზონურად დასაქმებას გეგმავს, რაც ჰელოუინი დღესასწაულთანაა დაკავშირებული. ამასთან, 2021 წლის იანვრიდან  FedEx ტვირთბრუნვის მნიშვნელოვნად გაზრდას აპირებს.

Party City

სადღესასწაულო ინვენტარის მომმარაგებელი კომპანია Party City ჰელოუინთან  დაკავშირებით დამატებით 20 000  თანამშრომლის აყვანას გეგმავს. ამასთან, მათ აშშ-ში დამატებით 25 ახალი მაღაზია გახსნეს. კომპანიაში იმედს გამოთქვამენ, რომ პანდემია გაყიდვებზე არ იმოქმედებს.

7-Eleven

მაღაზიათა ქსელმა 7-Eleven-მა მარტიდან მოყოლებული დღემდე დაახლოებით 50 000 ადამიანი დაასაქმა. პანდემიის დროს გაზრდილი მოთხოვნის გამო ისინი ახალ მაღაზიებს ხსნიან და ახალი ვაკანსიების გამოცხადებას წლის ბოლომდე კიდევ აპირებენ. 

Target

კომპანია Target-მა გასულ წელს ჰელოუინის დღესასწაულთან დაკავშირებით სეზონურად 130 000 ადამიანი დაასაქმა. კომპანია გეგმავს წელს გასულ წელთან შედარებით უფრო მეტი ადამიანი დაასაქმოს. ამასთან, Target-ის ოფიციალური განცხადებით, მათი მზიანია მომდევნო 3 წლის განმავლობაში შავკანიან დასაქმებულთა რიცხვი 20%-მდე გაზარდონ.

Walmart

სუპერმარკეტების უმსხვილესმა ქსელმა Walmart-მა მარტიდან დღემდე დამატებით 500 000-ზე მეტი ადამიანი დაასაქმა. გაზრდილი მოთხოვნის გამო ისინი სოზონურად დამატებით 20 000 თანამშრომლის აყვანას გეგმავენ.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

კომპანიები, რომლებმაც პანდემიის მიუხედავად ათასობით ადამიანი დაასაქმეს | Allnews.Ge