ვის აქვს საქართველოში ყველაზე მაღალი და დაბალი ხელფასი
უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევა 2020-ის მიხედვით, გამოიკვეთა საქმიანობები, სადაც ყველაზე მაღალი და დაბალი ხელფასებია. კერძოდ, ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი, ელემენტარული პროფესიული ჯგუფების მიხედვით, თვითმფრინავების პილოტებს აქვთ, ხოლო ყველაზე დაბალი - კარდაკარ მოსიარულე გამყიდველებს.
ამასთან, ISCO 2008-ის ძირითადი პროფესიულ ჯგუფებში ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასით ლიდერობენ შემდეგი ელემენტარული ჯგუფები:
- მენეჯერებში - მმართველი დირექტორები და უმაღლესი რგოლის მენეჯერები (2,828 ლარი);
- სპეციალისტებში - მართვისა და ორგანიზაციული ანალიტიკოსები (2,896 ლარი);
- ტექნიკოსებში - თვითმფრინავების პილოტები (5,184 ლარი);
- ოფისის პერსონალში - გამოკითხვების კლერკები (1,608 ლარი);
- მომსახურების სფეროსა და სავაჭრო დაწესებულებების მომსახურე პერსონალში - ბორტგამცილებლები და სტიუარდესები (1,651 ლარი);
- სოფლის მეურნეობის კვალიფიციურ მუშაკებში - მეტყევეები და მონათესავე სფეროებში დასაქმებული პირები (1,211 ლარი);
- ხელოსნებსა და მონათესავე პროფესიების მუშაკებში - ლითონის გამპრიალებლები, მხეხავები და ინსტრუმენტების მლესავები 1,750 ლარი);
- სამრეწველო დანადგარებისა და მანქანების ოპერატორებსა და ამწყობებში - ქიმიური პროდუქციის დანადგარებისა და მანქანების ოპერატორები (1,542 ლარი);
- დამწყები კვალიფიკაციის მქონე მუშახელში - სწრაფი კვების კერძების მომმზადებლები (1,070 ლარი);
- საგემბანე ოფიცრები და ლოცმანები - 4,115ლარი
- მართვისა და ორგანიზაციული ანალიტიკოსები - 2,641ლარი
- მმართველი დირექტორები და უმაღლესი რგოლის მენეჯერები - 2,652ლარი
- ფინანსური და საინვესტიციო მრჩევლები - 2,481ლარი
პირველ ათეულში, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ყველაზე მეტად სამთო-ინჟინრების, მეტალურგებისა და მონათესავე სფეროს სპეციალისტების ჯგუფის საშუალო ხელფასი გაიზარდა (+17.9%), მას მოსდევს კვლევებისა და განვითარების მენეჯერების საშუალო ხელფასი (+15.7%) დამართვისა და ორგანიზაციული ანალიტიკოსების საშუალო ხელფასი (9.6%). ცნობისთვის, აღნიშნული კვლევა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემამ "დაგეგმე მომავალი" ჩაატარა