კომპანიები, რომლებიც უფრო მდიდრები არიან, ვიდრე ქვეყნები
მეგა კომპანია Apple ბოლო მონაცემებით 2 ტრილიონი დოლარი ღირს. კოლოსალური ეკონომიკური კაპიტალით მან მსოფლიოს ორ უდიდეს ქვეყანას რუსეთსა და კანადას გადაასწრო.
რუსეთის მშპ 1,7 ტრილიონი დოლარია, რითიც მსოფლიოც ელექტრონულ გიგანტს კონკურენციას ნამდვილად ვერ უწევს.
1976 წელს, სტივ ჯობსის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ, რომელიც MacBook– ებიდან დაწყებული, iPhone– ით დამთავრებული, გაყიდვებში მსოფლიო ლიდერია, პირველი ამერიკული კომპანიაა, რომელმაც საფონდო ბირჟაზე 2 ტრილიონი დოლარის ოდენობამდე მიაღწია.
ჩვენ მოვიძიეთ სხვა გლობალური გიგანტები, რომლებიც იმდენად გაიზარდნენ, რომ უფრო მდიდრები გახდნენ, ვიდრე მთლიანად აღებული ქვეყნები.
პირველი “ტვიტი“ (Twitter) 2006 წლის 21 მარტს გაიგზავნა. ათი წლის შემდეგ კომპანია, რომელმაც ჰეშთეგი მსოფლიო ტენდენციად აქცია, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული სოციალური მედიის პლატფორმა გახდა. გასაკვირი არ არის, რომ დღეში დაახლოებით 500 მილიონი ტვიტის გაგზავნით, კომპანიის ღირებულება დაახლოებით 31 მილიარდი დოლარი გახდა.
31 მილიარდი დოლარი ორჯერ აღემატება აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქვეყნის, ეკვატორული გვინეის მშპ-ს. მისი მოსახლეობა 1.3 მილიონზე ცოტა მეტს შეადგენს. იგი ერთ დროს აფრიკის ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა იყო, მაგრამ კორუფციამ და ნავთობპროდუქტების შემოსავლის შემცირებამ ეკონომიკა გაანადგურა. ამჟამად ქვეყის მშპ 11 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ტელეკომუნიკაციების პროვაიდერს Vodafone- ს ამჟამად 625 მილიონი მობილური მომხმარებელი ჰყავს, რაც აშშ– ს მოსახლეობის თითქმის ორჯერ მეტია. Vodafone- ის ამჟამინდელი ღირებულება 41,8 მილიარდი დოლარია, რაც მას უფრო მდიდარს ხდის, ვიდრე ცენტრალურ აფრიკაში მდებარე სახელმწიფოს- გაბონს. გაბონი აფრიკაში ეკონომიკის ძირითადი მწარმოებელია. მისი მშპ 16.7 მილიარდ დოლარს შეადგენს. მიუხედავად ნავთობის სიმდიდრისა, გაბონის 1.5 მილიონი მოსახლეობის მესამედი სიღარიბეში ცხოვრობს.
ავტომობილების ონლაინ სერვისებისა და გაზიარების პროგრამა Uber -ი მსოფლიოს 700-ზე მეტ ქალაქში და 63 ქვეყანაში მუშაობს. ამჟამად კომპანიის ღირებულება 52,39 მილიარდი დოლარია. კომპაიის კაპიტალი ბევრად აღემატება დასავლეთ აფრიკაში მდებარე ქვეყის, მალის ბიუჯეტს. მალიში 19 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, მისი ეკონომიკა ეყრდნობა ორ მთავარ კომპონენტს: ოქროსა და ბამბის ექსპორტს. ქვეყის მთლიანი შიდა პროდუქტი 17.5 მილიარდ დოლარს შეადგეს. ნავთობისა და გაზის კომპანია Royal Dutch Shell 70-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს. ნავთობპროდუქტების ინდუსტრია ბოლო პერიოდში დაეცა. მოთხოვნის არარსებობის გამო, კორონავირუსმა ნავთობის ფასები ნულამდე დაწია. ამის მიუხედავად, Royal Dutch Shell ამჟამად 87.249 მილიარდი დოლარი ღირს, რაც მას უფრო მდიდარს ხდის ვიდრე აფრიკაში არსებულ ყველაზე დიდ დასახლებას - კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას. რესპუბლიკის მოსახლეობა 84 მილიონზე მეტია, თუმცა მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2018 წელს ადამიანთა 72% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა. ქვეყანა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ნავთობის ექსპორტზე 47,3 მილიარდი აშშ დოლარის მშპ-ით.
Wall Street Journal– ის თანახმად, აშშ – ში Mcdonald’s-ის გაყიდვებმა, პანდემიის შემდეგ ძველ ნიშნულთან დაბრუნება უკვე დაიწყო. ამჟამად კომპანიის ღირებულებაა 155.9 მილიარდი დოლარი, რაც მას კუბაზე მდიდარ ბიზნეს სტრუქტურად აქცევს. 1996 წლიდან მოყოლებული, კუბის მშპ ყოველწლიურად იზრდება და 2019 წელს 100 მილიარდ დოლარს მიაღწია. განაგრძეთ კითხვა