21 პარასკევი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ეკონომიკა
21.11.2020 / 09:11
შრიფტის ზომა:

ინდუსტრიები, რომლებსაც პანდემიის დასრულების შემდეგ დიდი წარმატება ელით

კორონავირუსმა მსოფლიო ჩიხში შეიყვანა, ამის შედეგია ის, რომ ბევრი მცირე ბიზნესი, მათ შორის დიდი ინდუსტრიული წარმოება გაჩერდა. თუმცა, მედლის მეორე მხარეს თუ შევხედავთ, ნათლად ჩანს სფეროები, რომლებმაც პირიქით, აღმასვლა განიცადეს.   დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევს ისეთ ტენდენციებს, რომლებსაც COVID-19 კრიზისის დასრულების შემდეგ აყვავება ელის.   პერსონალური უსაფრთხოების აღჭურვილობა (PPE)   პერსონალური უსაფრთხოების აღჭურვილობა არსებული პანდემიის ერთ-ერთ ყველაზე განხილვად რესურსს წარმოადგენს. ისეთ ქვეყნებში, რომლებიც აღჭურვილობის იმპორტზე არიან დამოკიდებულნი, რესურსის დეფიციტი შეიქმნა, ამიტომ, მომავალში მომარაგების საკითხი დღის წესრიგში დადგება. მომავალში მსგავსი კრიზისის თავიდან აცილების მიზნით, საავადმყოფოები მარაგს ავსებენ. მოთხოვნაც ორმაგად და სამმაგად გაიზრდება.   PPE– ს უმეტესობას ვადის გასვლის თარიღი აქვს და ამიტომ საჭირო იქნება ახალი აღჭურვილობის მარაგის მუდმივი განახლება, რაც ნიშნავს, რომ მწარმოებლები შეინარჩუნებენ საქმიანობას. ციფრული "ჭკვიანი" PPE ასევე სწრაფად განვითარებადი ბაზარია, რადგან მწარმოებლები ცდილობენ აწარმოონ რაც შეიძლება უსაფრთხო და გამოსაყენებელი მოწყობილობა.   ონლაინ შეხვედრების პლატფორმები   ვირტუალური შეხვედრები დღევანდელ ყოფაში ნორმად იქცა. ინდუსტრიის სათავეში მყოფი ერთ-ერთი კომპანია, Zoom, სწორედ ამ პერიოდში “აყვავდა“, მხოლოდ ბოლო ორი თვის განმავლობაში აქციების ფასი 100% -ით გაიზარდა. Google-მა თავისი პლატფორმის Google Hangouts პრემიუმ ფუნქციები სექტემბრის ბოლომდე უფასო გახადა. Microsoft– ის ყოველდღიური მომხმარებლები მარტის თვეში 32 მილიონიდან 44 მილიონამდე გაიზარდა. სავარაუდოდ, იგივე ტენდენცია გაგრძელდება მომავალშიც.   კომპანიების უმეტესობა დისტანციურ რეჟიმზე უკვე ადაპტირდა, სავარაუდოდ, მუშაობის დისტანციური სტილი მომავალშიც გაგრძელდება. ამის გათვალისწინებით, Microsoft- ის, Google- ის, Zoom- ისა და სხვების მიერ მოწოდებულ პლატფორმებზე კვლავ დიდი მოთხოვნა იქნება.   გაცნობის აპები   ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, გაცნობის აპები, მეგობრის და თანამეგზურის პოვნის ერთ - ერთ მთავარ საშუალებად იქცა. აშშ-სა და სხვა დიდ ქვეყნებში ასეთი აპების გადმოწერის რაოდენობამ საოცარ ციფრებს მიაღწია. EMarketer– ის თანახმად, აპლიკაციების მოხმარების რიცხვი 2016 წელს 32.5% –ით გაიზარდა, 2019 წელს ტენდენცია უცვლელი რჩება. რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია აპლიკაციებმა როგორიცაა - Tinder, Bumble და Hinge.   გარდა იმისა, რომ გაცნობის აპების მოხმარება კომფორტული, სახალისო და ადვილია, ადამიანებს პანდემიის პირობებში ერთმანეთთან ურთიერთობების მოთხოვნილებებსაც უკმაყოფილებს.   კიბერუსაფრთხოება   კიბერუსაფრთხოება ყოველთვის მნიშვნელოვან და დიდ ბიზნესად ითვლებოდა. ციფრული ერის განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვნად იზრდება კიბერუსაფრთხოების როლი კაცობრიობის არსებობაში.   სუსტი კიბერ დაცვა იმის პირდაპირი მაჩვენებელია, რომ ვირტუალური შეხვედრების პლატფორმები, აპები, სოციალური ქსელები და ყველა პირადი მონაცემი ჰაკერებისთვის ხელმისაწვდომია. ბევრი თავდამსხმელი იყენებს სანდო კომპანიების სახელებს და ლოგოებს, (მაგალითად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას WHO), რომ მომხმარებლები საშიშ ბმულებზე გადამისამართდნენ.   ინტერნეტის სიხშირის, ხარისხის და სხვა ვირტუალური სფეროების გავითარებასთან ერთად, კიბერუსაფრთხოების სფერო სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს.   ონლაინ სწავლება   კორონავირუსის შედეგად დაწესებულმა შეზღუდვებმა აიძულა განათლების სისტემა ინტერნეტში “გადაბარგებულიყო.“ ახლა, როდესაც თითქმის მთელი მსოფლიო განათლების მისაღებად იტერნეტს იყენებს, ფუნქციური აპების გამოყენება და დახვეწა ძალიან მნიშვნელოვანი გახდა.   საკითხი მხოლოდ სკოლის მოსწავლეებს არ შეეხო. სტუდენტების უმეტესობა სასწავლო წლის დისტანციურად დასრულების მიზნით შინ გაგზავნეს. განათლებაში ტექნოლოგიური მომავლის შესახებ კითხვაზე, უნივერსიტეტების ლიდერების 63%-მა იწინასწარმეტყველა, რომ 2030 წლისთვის პრესტიჟულ უნივერსიტეტებს სრული საუნივერსიტეტო კურსები ონლაინ ექნებათ.   ონლაინ ფიტნესი   ონლაინ ფიტნესის ფინანსური ბრუნვა კორონავირუსამდე თითქმის 100 მილიარდი დოლარი იყო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფიტნეს ინდუსტრია ყვაოდა. როდესაც ბევრი სავარჯიშო დარბაზი იძულებული გახდა სტუდიები დაეხურათ, ბევრი ონლაინ ვარჯიშებზე გასასავლელად მზად არ აღმოჩდა. მათ, ვინც ფიტნესის სერვისების ონლაინ შეთავაზება შეძლო, სარგებელიც ნახეს.   ბრიტანელი ფიტნეს ინსტრუქტორი ჯო ვიქსი, მწარე რეალობას სწრაფად მოერგო და ათასობით ოჯახს ვარჯიშებს YouTube-ის საშუალებით უტარებდა. ვიქსმა მისი პროფილი გლობალურად გაზარდა.   პანდემიის გამოცხადების შემდეგ, მსახიობ კრის ჰემსვორტის ფიტნეს აპლიკაციის ჩამოტვირთვები 300% -ით გაიზარდა.   ვიდეო თამაშები   კორონავირუსის პანდემიამ ვიდეო მოთამაშეებს მისცა დრო, რომ საკუთარი უნარ-ჩვევები დაეხვეწათ. მარტში Nintendo-ს თამაშის Animal Crossing: New Horizons– მა გაყიდვაში გაუშვა თამაში, სადაც კომბინირებული იყო სერიის ყველა წინა თამაში. იმავე თვეში სათამაშო სტრიმინგის პლატფორმა Twitch- ის გამოყენებამ 100% -ით მოიმატა.   პანდემიის წყალობით ვიდეო თამაშების გაყიდვები ნამდვილად იზრდება და COVID-19-ის დასრულების შემდეგ მოთამაშეებს ჩვევაზე უარის თქმა გაუჭირდებათ.

განაგრძეთ კითხვა

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ინდუსტრიები, რომლებსაც პანდემიის დასრულების შემდეგ დიდი წარმატება ელით | Allnews.Ge