08 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

როდის გაძვირდება პური?- საქართველოში პურის ფქვილის ფასი გაიზარდა | Allnews.Ge

როდის გაძვირდება პური?- საქართველოში პურის ფქვილის ფასი გაიზარდა

საქართველოში პურის ფქვილი უკვე გაძვირდა.

როგორც თბილისში მოქმედ მცირე ზომის პურის საცხობებში აცხადებენ, საწყობებში დღეს მისულებს ფქვილზე უკვე მომატებული ფასი დახვდათ.

"აქამდე პირველი ხარისხის ფქვილს 56-57 ლარად ვყიდულობდით. დღეს მივედით, რომ გვეყიდა ფქვილი და ის უკვე გაძვირებული დაგვხვდა. ერთი ტომარა ფქვილი "ალაფი" 63 ლარი გახდა, "კარმენი" კი 61 ლარი. ალბათ, მომიწევს მეც ჩემი წარმოებულ პურზე ფასის ზრდა. 2-3 ლარით იაფია ერთი ტომარა ფქვილი წისქვილკომბინატებში, მაგრამ იქ შესყიდვა დიდ მოცულობებზე ხდება, ჩემი საცხობი კი არ არის ისეთი დიდი მოცულობის, რომ პირდაპირ წისქვილკომბინატიდან წამოვიღო ფქვილი", - გვითხრეს ერთ-ერთ საცხობში.

განაგრძეთ კითხვა