
ყირგიზეთში მომხდარ ავიაკატასტროფას, სულ მცირე, 30 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის ბავშვებიც არიან. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სატვირთო ბოინგი 747 -ი ბიშკეკის აეროპორტის მახლობლად, დასახლებულ პუნქტში ჩამოვარდა.
ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ადგილზე პოლიციის, სახანძროსა და სამაშველოს ჯგუფები ამ დრომდე მუშაობენ.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
უძრავი ქონების სერვისების და ინვესტიციების მართვის კომპანიის „კოლიერსის“ მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, თბილისში 2020 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი წინა წელთან შედარებით 5%-ით შემცირდა და კვ.მ-ზე 671 აშშ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება ძველ აშენებულ ბინებს, მიმდინარე წლის 11 თვეში საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი უმნიშვნელოდ, კვ.მ-ზე მხოლოდ 3 დოლარით შემცირდა და 636 აშშ დოლარი შეადგინა. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ იანვარ-ნოემბერში ახალაშენებული ბინების ბაზრის ზომა გასულ წელთან შედარებით 22%-ით შემცირდა და 753 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო ძველი აშენებული ბინების შემთხვევაში 27%-იანი კლება დაფიქსირდა და ბაზრის ზომა 309 მილიონი აშშ დოლარით განისაზღვრა. ცხადია, ბაზრის ზომის შემცირება დაკავშირებულია კორონავირუსის პანდემიასთან, რომელმაც ერთობლივი მოთხოვნის მნიშვნელოვნად შემცირებას შუწყო ხელი. გარდა ამისა, 2020 წლის იანვარ-ნოემბერში ახალაშენებული ბინების ყველაზე მეტი გაყიდვა დაფიქსირდა სამგორში - 1444, საბურთალოზე - 935 და გლდანში - 871 ბინის ტრანზაქცია.
მკითხველის კომენტარები
(0)