
ბოლო პერიოდში, საზოგადოებაში აქტიურად გავრცელდა მოსაზრება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებამდე, საჭიროა, პაციენტმა ექიმთან გაიაროს კონსულტაცია და მეტიც, გარკვეული გამოკვლევებიც ჩაიტაროს. სოციალურ ქსელში ამ საკითხთან დაკავშირებით, არაერთი კომენტარი გვხვდება. ბევრი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ვაქცინის გასაკეთებლად მისულებს, უკან გამობრუნება მოუხდათ, რადგან სხვადასხვა ანალიზის პასუხების წარდგენა მოსთხოვეს.
ჩვენი რესპონდენტი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა ამბობს, რომ მის მოხუც დედას აცრაზე უარი მხოლოდ იმის გამო უთხრეს, რომ გულის ქრონიკული დაავადება აქვს.
"დედას გული აწუხებს დიდი ხანია, მაგრამ მკურნალობს და სტაბილურად არის. როგორც იქნა, ჩვენი რიგი მოვიდა აცრაზე და რომ მივედით, გვითხრეს გულის პრობლემა მოიგვაროს და მერე მოვიდეს ვაქცინაციაზეო. ახლა როგორ მოირჩენს გულს ამ ასაკში?! გარდა ამისა, გვითხრეს, რომ საჭირო იყო სხვადასხვა ანალიზები, მათ შორის სისხლის შედედების. წამოვიყვანე უკან, რა უნდა მექნა?! ახლა ვცდილოობ ხელახალ რეგისტრაციაზე დავითანხმო, მაგრამ ეშინია და უარს ამბობს" - გვეუბნება რესპონდენტი.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ვაქცინებთან დაკავშირებულ მორიგ მითზე, რომ თითქოს აცრის წინ გამოკვლევების ჩატარებაა სავალდებულო, კომენტარის გაკეთება მოუხდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძესაც. მისი თქმით, ექიმები პაციენტებს ტყუილად ახარჯინებენ ფულს ანალიზებში:
"არცერთი კვლევით, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში, არ არის რეკომენდებული არავითარი გამოკვლევა. ძალიან დიდი ბოდიში ჩემს კოლეგებთან, ვინც ამას არეკლამებს, მაგრამ ეს არის იმისთვის, რომ უბრალოდ ადამიანებს ფული დაახარჯვინონ ანალიზების კეთებაში.
არავითარი ანალიზები საჭირო არ არის, თუ ადამიანი ჩვეულებრივ რაღაც პერიოდულ გამოკვლევას ჩაიტარებს, ეს ყოველთვის არის შესაძლებელი და ამის ვაქცინაციასთან დაკავშირება არაფრით არ შეიძლება.
კიდევ ერთხელ კატეგორიულად ვამბობ, არცერთი რეკომენდაციით, არცერთი ანალიზის ჩატარება ვაქცინაციის წინ საჭირო არ არის, იმიტომ, რომ ამის საფუძველზე ვერავითარ გადაწყვეტილებას ექიმი ვერ მიიღებს, ვაქცინაცია საჭიროა თუ არა. არ არსებობს ბუნებაში ალგორითმი, რომ ამ დროს შეიძლება და ამ დროს არ შეიძლება. ეს არის ტყუილი..." - აღნიშნა იმნაძემ კითხვის საპასუხოდ.
რეალურად საჭიროა თუ არა რაიმე სახის გამოკვლევები ვაქცინაციამდე და რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროცესმა უსაფრთხოდ ჩაიაროს. ამ საკითხზე allnews.ge-ს ესაუბრა ამერიკის ბიოანალიტიკის ბორდის მაღალი სირთულის ლაბორატორიის დირექტორი მარინა გვახარია.
"გასაოცარია, მაგრამ საქართველოში საკმაოდ გავრცელდა შეხედულება, რომ აცრამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და გარკვეული გამოკვლევების ჩატარება. კერძოდ, მოქალაქეებს სთხოვენ ალერგოლოგის კონსულტაციას, სისხლის საერთო ანალიზს, D-დიმერს, ანტი-კოვიდ ანტისხეულებს, კოაგულოგრამას და სხვა ტესტებს. პირადად მომმართეს პაციენტებმა, რომლებსაც ამგვარი ანალიზები დაენიშნათ და მეტიც, ანალიზების პასუხის არქონის გამო აცრაზე უარი ეთქვათ.
არანაირი ანალიზები აცრის წინ საჭირო არაა! მეტიც, არ არსებობს ანალიზი, რომლის პასუხის მიხედვით კეთილსინდისიერი ექიმი პაციენტს ურჩევს აცრის გადავადებას ან უარის თქმას მასზე. ეს არის აბსურდი. ბევრი ღელავს ზოგიერთი ვაქცინის სერიოზულ თრობმბოემბოლიურ გართულებებზე, რომლებიც უაღრესად იშვიათია - დაახლოებით 1 შემთხვევა ერთ მილიონ აცრილზე. სამწუხაროდ, არ არსებობს გამოკვლევა, რომელიც გამოავლენს ამ გართულების რისკის მქონე პაციენტებს. ასევე არ არსებობს წამალი, რომელიც თქვენს მონაცემებს "მოაწესრიგებს" და გართულების საფრთხეს შეამცირებს.
აცრისთვის არანაირი წინასწარი მომზადება საჭირო არ არის. თუ არ გაქვთ სიცხე ან ქრონიკული დაავადების გამწვავება, რეკომენდირებულია გადაუდებელი აცრა თქვენი ასაკობრივი ჯგუფის შესაფერისი ვაქცინით და ვიმეორებ, ყოველგვარი წინასწარი ანალიზების გარეშე" - ამბობს სპეციალისტი.
მარინა გვახარიას ინფორმაციით, აშშ-ში აცრები ნებაყოფლობითია და ამასთან, მოსახლეობა განსაკუთრებული ნდობითა და ენთუზიაზმითაა განწყობილი ვაქცინაციის მიმართ.
"საინტერესოა, რომ კალიფორნიაში ჯერჯერობით რეალურად არ გვაქვს ვაქცინის არჩევანი. ვიცრებით იმ ვაქცინით, რომელიც იმ დღესაა ხელმისაწვდომი კლინიკაში, სადაც ჩაწერილები ვიყავით. აცრები დაიწყო დეკემბერ-იანვარში ეტაპობრივად: პირველ როგში აიცრა მედპერსონალი და ასაკოვანი მოსახლეობა. ამჟამად აცრა ხელმისაწვდომია 16 წლის ზემოთ ყველა მსურველისთვის. აშშ-ში დღეში 3-4 მილიონი ადამიანი იცრება. წარმოგიდგენიათ, რომ ყველას ან თუნდაც ნაწილს ანალიზები და ექიმის კონსულტაცია უტარდებოდეს?" - გვეუბნება მარინა გვახარია.
კოლეგის მოსაზრებას იზიარებს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ირინა მელიქიშვილი, რომელიც ამბობს, რომ ვაქცინამდე წინასწარი გამოკვლებების ჩატარება დროისა და ფულის ფუჭი ხარჯვაა და სხვა არაფერი.
"მეც მსმენია ასეთი ფაქტების შესახებ და ამას არანაირი აზრი არ აქვს. რაც შეეხება სისხლის შედების ფაქტორებს და თრომბის გამოწვევის საშიშროებას ვაქცინაციის დროს, ამას ვერანაირი წინასწარი ანალიზით ვერ გამორიცხავ, რადგან შეიძლება ადამიანს ყველა მაჩვენებელი წესრიგში ჰქონდეს, მაგრამ მაინც განვითარდეს თრომბოემბოლია. ჯერ კიდევ არ არის დადგენილი ბოლომდე რატომ იწვევს ამა თუ იმ გართულებას ვაქცინა. მთავარია, არ იყოს მწვავე მდგომარეობა ვაქცინაციის წინ. თუ რომელიმე დაავადების გართულებული, მწვავე ფაზაა, უნდა ჩაწყნარდეს და მერე ჩატარდეს ვაქცინა. დანარჩენ სხვა შემთხვევაში რაიმე ანალიზები და კვლებები არაფერს ცვლის.
თუკი წარსულში გქონიათ მძიმე ანაფილაქსიური რეაქცია, გაესაუბრეთ კვალიფიციურ და თანამედროვე გაიდლაინების მცოდნე ალერგოლოგს. გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევების უმრავლესობაშიც კი რეკომენდირებულია აცრა, რადგან კოვიდის რისკი ბევრად მაღალია აცრის შესაძლო რისკებზე" - გვეუბნება ირინა მელიქიშვილი.
მოამზადა თინათინ ზვიადაძემ
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
როგორ გაგრძელდება ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკური ურთიერთობა „ბრექსითის“ახალი შეთანხმების შემდეგ? რომელი მხარე ნახავს მეტ სარგებელს და ზიანს? მოახდენს თუ არა ახალი ხელშეკრულება გავლენას საქართველოს ეკონომიკაზე?- ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად Allnews თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორს, ვახტანგ ჭარაიას დაუკავშირდა.
"3-წლიან მოლაპარაკებათა მრავალი რაუნდის შემდგომ, როგორც იქნა გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა შეთანხმებას მიაღწიეს და 2021 წლის 1 იანვრიდან ორივეს ცხოვრებაში ახალი, განსხვავებული ეტაპი დაიწყო. ცვლილებები შეეხო ფაქტობრივად ყველა ასპექტს: საზღვრის კვეთის პროცედურებით, პოპულარულ ერასმუსის სტუდენტურ პროგრამაში მონაწილეობით და როუმინგის ღირებულების საკითხებით დაწყებული, დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკით გაგრძელებული და თუნდაც, კოვიდ ვირუსთან დამოუკიდებლად გამკლავებით დასრულებული.
გაერთიანებული სამეფოს მცირე გამარჯვებად შეიძლება შეფასდეს ბოლო მომენტში ევროკავშირთან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება, როგორიცაა: ნულოვანი ტარიფები და ნულოვანი კვოტირება ვაჭრობაში, თუმცა იქნება თუ არა ეს საკმარისი ლა მანშის ორივე მხარეს ეკონომიკური მდგრადობისთვის დრო გვიჩვენებს, თუმცა დღესვე შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირის მასშტაბიდან გამომდინარე ის ამ გამოწვევას შედარებით უმტკივნეულოდ გადაივლის.
დღეისთვის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ „გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის ვაჭრობისა და თანამშრომლობის შეთანხმება“ (TCA), უფრო მეტად გამჭვირვალეს ხდის ამ ორი სუბიექტის სამომავლო ურთიერთობებს, ვიდრე ოდესმე ბრექსითის დაწყებიდან და დიდწილად საფრთხეს არიდებს გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირში ექსპორტსა (2019 წელს - 43%) და იმპორტს (52%). თუმცა, ამ შეთანხმების მნიშვნელოვანი დეტალები ჯერ ისევ გასარკვევია, რაც საბოლოო ჯამში ცალკეულ დარგებს, როგორც უპირატეს (მაგალითად თევზჭერა), ასევე შესაძლოა უარეს (საფინანსო სექტორი) მდგომარეობაშიც აყენებდეს.
თუმცა, ბოლოსკენ უნდა ითქვას, რომ გარკვეულ მიღწევებთან და უფრო მეტ ბუნდოვანებასთან ერთად, მაღალი ალბათობით მოსალოდნელია ლონდონის როგორც ფინანსური ცენტრის პოზიციების შესუსტება, რომელიც აწ უკვე „მიტოვებული“ ევროკავშირის ინტერესებიდან გამომდინარე უფრო მეტად ფრანკფურტის, პარიზის, ამსტერდამის და ევროკავშირის სხვა მნიშვნელოვანი ცენტრების გაძლიერებისკენ იქნება მიმართული. ეს ბაზარი კი ასეულობით მილიარდი დოლარის ღირებულებისაა და გაერთიანებული სამეფოს ფინანსური მდგრადობის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდა ათწლეულების განმავლობაში. გაერთიანებულ სამეფოსთან მიმართებაში მოსალოდნელ სხვა უარყოფით მოვლენებს შორისაა: უძრავ ქონებაზე ფასების კლების, ფასების ზოგადი დონის ზრდის და შემოსავლების კლების პერსპექტივაც. თუმცა ბრექსითის მომხრეთა საბედნიეროდ ისინი მიიღებენ იმას რაც ასე აკლდათ - „დამოუკიდებლობას“.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირისაგან განსხვავებით, საქართველოს ორმხრივ თანამშრომლობას გაერთიანებულ სამეფოსთან ბრექსითის შემდგომაც არაფერი დაემუქრება, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნების ჩათვლით, რომელზეც ორივე მხარე ჯერ კიდევ ამ უკანასკნელის ევროკავშირიდან გასვლამდე, 2020 წელს შეთანხმდნენ და რომლის მსგავსი გაერთიანებულმა სამეფომ 50-ზე მეტ სხვა სახელმწიფოსთან მოახერხა გაეფორმებინა. ბევრისთვის შესაძლოა მოულოდნელიც აღმოჩნდეს, მაგრამ გაერთიანებული სამეფო ნომერ მეორე ყველა მსხვილი ინვესტორი ქვეყანაა საქართველოში, ჯამში 2.4 მილიარდზე მეტი აშშ დოლარით. ბოლო წლებში მზარდი ორმხრივი ვაჭრობაც და ის 100-130 მილიონ აშშ დოლარს აღწევს, რომლის შემდგომი განვითარების გზები აწ უკვე ამ 2 კონკრეტულ სუბიექტს შორის თანამშრომლობაზე იქნება დამყარებული."- აცხადებს თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია.
მკითხველის კომენტარები
(0)