რამდენი დაიხარჯა ყურძნის სუბსიდირებაზე 2012 წლის შემდეგ? | Allnews.Ge

რამდენი დაიხარჯა ყურძნის სუბსიდირებაზე 2012 წლის შემდეგ?

საქართველოს მთავრობამ წელს რთველის სუბსიდირებისთვის 150 მლნ ლარი გამოყო. სუბსიდიას მიიღებენ ის კომპანიები, რომლებიც შეისყიდიან და გადაამუშავებენ კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითლის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდიან არანაკლებ 0.90 ლარს.

2022 არაა პირველი წელი, როდესაც მთავრობამ რთველი დაასუბსიდირა, თუმცა ამ მოცულობის თანხა ბიუჯეტიდან ამისთვის აქამდე არასდროს არ გამოყოფილა.

სუბსიდირების პოლიტიკა საქართველოში 2008 წლიდან, რუსული ემბარგოს პერიოდში იწყება, თუმცა ამ პერიოდში გამოყოფილი თანხა შედარებით მცირე იყო.

ვითარება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იცვლება. მაგალითად, თუ 2011 წელს რთველის ხელშეწყობის ღონისძიებებისთვის 8.8 მილიონი ლარი დაიხარჯა, 2012-ში ამ თანხამ 47 მილიონი შეადგინა.

როგორც ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებიდან ირკვევა, საერთო ჯამში, 2012-2016 წლებში რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების, მათ შორის, ყურძნის შესყიდვა-გადამუშავების ხელშეწყობის მიზნით, საერთო ჯამში, 206 მილიონზე მეტი დაიხარჯა.

წლების მიხედვით გამოყოფილი ფინანსები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • 2012 – 47 მლნ;
  • 2013 – 32 მლნ;
  • 2014 – 31 მლნ;
  • 2015 – 60.7 მლნ;
  • 2016 – 36 მლნ.

2017 წელს მთავრობამ მიდგომა შეცვალა და რთველმა მასიური სუბსიდირების გარეშე ჩაიარა. მიზეზად კი ექსპორტისა და შესაბამისად, მოთხოვნის ზრდა დასახელდა. კახეთის რეგიონში რთველზე ხარისხიან, კონდიცირებულ ყურძენზე სუბსიდია აღარ გაიცა. განაგრძეთ კითხვა