გაუძლებს თუ არა რუსეთის ეკონომიკა პუტინის ახალ გეგმებს?
თავის საჯარო გამოსვლებში ვლადიმერ პუტინს უყვარს ფულისა და სხვადასხვა სახის შეღავათების გაცემის შესახებ საუბარი. 21 თებერვალს, ბოლო ორი წლის განმავლობაში ფედერალურ ასამბლეას მან პირველად მიმართა და აღმოჩნდა, რომ ამჯერად ის შედარებით მოკრძალებულია.
BBC-მ გამოიკვლია, რას დაპირდა პრეზიდენტი თავის მოსახლეობას და რა გავლენას იქონიებს მისი გეგმები რუსეთის ეკონომიკაზე.
როგორც წესი, პუტინისთვის ასეთი გამოსვლები არამარტო დასავლეთის გეგმების შესახებ საუბრის, რუსეთის განადგურების, არამედ ხალხისთვის „საჩუქრების“ საჯაროდ დარიგების შესაძლებლობაა - სოციალური გადასახადები, შეღავათები და ფული სხვადასხვა პროექტებისთვის, მაგალითად, გზის მშენებლობისთვის.
21 მარტსაც იგივე იყო, თუმცა ამჯერად პუტინი აღარ ყოფილა ისეთი გულუხვი, როგორც მანამდე. უახლესი დანაპირები შემდეგნაირად გამოიყურება:
- სპეციალური ფონდის შექმნა სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების დასახმარებლად;
- მინიმალური ხელფასი რუსეთში 18,5%-ით გაიზრდება და 19242 რუბლს შეადგენს (დაახლოებით $255);
- რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის რეგიონების მცხოვრებლებს საშუალება ექნებათ მიიღონ სპეციალური შეთავაზებები 2007 წლის შემდეგ დაბადებული ბავშვებისთვის;
- ბავშვების განათლებისთვის გადასახადის გამოქვითვა 110 ათას რუბლამდე გაიზრდება;
- დამატებით 50 მლრდ რუბლი, როგორც საბიუჯეტო სესხების ნაწილი გამოიყოფა რეგიონებში ტრანსპორტის განახლებისთვის.