ვინ არიან სხვადასხვა ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანები - forbes-ის სტატისტიკა
პლანეტის უმდიდრესი ადამიანები ოთხი კონტინენტის 75 ქვეყანაში არიან მიმოფანტულები. ესენი არიან პირები, რომლებიც მინიმუმ 1 მლრდ დოლარს ფლობენ. ამასთან ერთად, ერთი ქვეყნის უმდიდრესი ინდივიდის წმინდა ქონება მეორე ქვეყანაში მცხოვრებისგან ძალიან განსხვავდება.
მაგალითად, პორტუგალიისა და პოლონეთის უმდიდრესი მცხოვრებლები ფლობენ თითქმის 50-ჯერ ნაკლებ სიმდიდრეს, ვიდრე აშშ-ში მცხოვრები ნომერ პირველი მილიარდერი მსოფლიოში.
წარმოგიდგენთ სხვადასხვა ქვეყნის 10 უმდიდრეს ადამიანს Forbes-ის უახლესი მონაცემების მიხედვით:
აშშ - ილონ მასკი, წმინდა ქონება: $248,4 მილიარდი
როდესაც საქმე მილიარდერებს ეხება, ამერიკა ნამდვილად ლიდერობს. ამ მომენტისთვის, forbes-ის მიხედვით, ილონი 248 მილიარდ დოლარს ფლობს.
თუმცა მხოლოდ მასკი არ არის ყველაზე მდიდარი ადამიანი ამერიკაში, სტატუსს ჯეფ ბეზოსი, უორენ ბაფეტი და სხვა მეგა მილიარდერები იზიარებენ.
საფრანგეთი - ბერნარ არნო და ოჯახი, წმინდა ქონება: 212,9 მილიარდი დოლარი
საფრანგეთის 42 მილიარდერიდან ყველაზე მდიდარი და ამჟამად მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანი მსოფლიოში, არის ბერნარ არნო, რომელმაც 1987 წელს კონგლომერატი LVMH შექმნა.
ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ბიზნესი ამაყობს მაღალი დონის ბრენდებით, როგორიცაა Louis Vuitton, Christian Dior და სხვა.
მექსიკა - კარლოს სლიმ ჰელუ და ოჯახი, წმინდა ქონება: 96,1 მილიარდი დოლარი
მექსიკის 14 მილიარდერიდან ყველაზე მდიდარი კარლოს სლიმ ჰელუ 2010-2013 წლებში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი იყო.
ტელეკომუნიკაციების მაგნატი, რომელიც აკონტროლებს ლათინური ამერიკის უდიდეს უკაბელო კომპანიას და ასევე აქვს დიდი წილი The New York Times-ში, სამშენებლო და უძრავი ქონების ფირმებში, ამჟამად მე-12 უმდიდრესი ადამიანია მსოფლიოში. იხილეთ სრულად