14 პარასკევი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ეკონომიკა
15.09.2023 / 07:09
შრიფტის ზომა:

II კვარტალში საქართველოში საშუალო ხელფასი 263 ლარით გაიზარდა - რამდენია საშუალო ანაღაურება ქვეყანაში საქსტატის მიხედვით?

2023 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17.1 პროცენტით (263.2 ლარით) გაიზარდა და 1 804.5 ლარი შეადგინა - ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 799.8 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 22.2 პროცენტით);

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 181.4 ლარი (გაიზარდა 19.1 პროცენტით);

მშენებლობა - 2 590.3 ლარი (გაიზარდა 18.9 პროცენტით);

პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 525.0 ლარი (გაიზარდა 25.1 პროცენტით). 2023 წლის II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 437.1 ლარით, ხოლო კაცების - 2 161.6 ლარით განისაზღვრა.

ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 196.5 ლარი (15.8%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 333.2 ლარი (18.2%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

2023 წლის II კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 289.0 ლარით (17.8%) გაიზარდა და 1 914.7 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (3 909.0 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 21.8 პროცენტით), ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 895.4 ლარი, გაიზარდა 26.5 პროცენტით) სექციებში ფიქსირდება.

2023 წლის II კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 213.4 ლარით (15.3%) გაიზარდა და 1 610.2 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს ქ. თბილისი და აჭარის ა.რ.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

II კვარტალში საქართველოში საშუალო ხელფასი 263 ლარით გაიზარდა - რამდენია საშუალო ანაღაურება ქვეყანაში საქსტატის მიხედვით? | Allnews.Ge