რა რაოდენობით ღვინოს და შამპანურს ვყიდით რუსეთში, სადაც ქართულ ღვინოზე შეღავათების გაუქმებას ითხოვენ
რუსეთში, რომელიც ქართული ღვინის და შამპანურის მთავარი საექსპორტო ბაზარია, ქართულ სასმელზე შეღავათების გაუქმებას ითხოვენ. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ ასოციაციის აღმასრულებელმა მდივანმა, ალექსეი პლოტნიკოვმა განუცხადა.
როგორც რუსული მედია წერს, ამჟამად ქართული ღვინოები რუსულ ბაზარზე პრივილეგირებულ მდგომარეობაშია და მათზე გადასახადი საერთოდ არ ვრცელდება. ამასთან, რუსი ექსპერტების შეფასებით, ქართული ღვინის უპირატესობა „იოლი ლოგისტიკა და მარტივი ფინანსური გადახდებია.“ კერძოდ, „ლოიალური საბანკო პოლიტიკის შედეგად საქართველოში გადახდებს სულ ერთი დღე სჭირდება, მაშინ, როცა არგენტინაში, ჩილეში ან სამხრეთ აფრიკაში ამას შესაძლოა, კვირები დასჭირდეს.“
აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარი სწორედ რუსეთია. 2023 წელს ქსპორტირებული ღვინის 65.2% რუსეთზე მოდიოდა.
საქართველომ გასულ წელს, ადგილობრივი წარმოების ღვინის ექსპორტით 257.710 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, ექსპორტირებული ღვინიდან 168.125 მლნ დოლარის რუსეთში გავიდა. იხილეთ სრულად