თბილისის რომელ უბნებშია მშენებლობაზე ყველაზე დიდი მოთხოვნა?
Galt&Taggart-ის კვლევის მიხედვით, 2024 წლის პირველ 2 თვეში 29 ახალი ნებართვა გაიცა საცხოვრებელი პროექტების მშენებლობისთვის. აღნიშნული ნებართვების ჯამური საცხოვრებელი ფართობი 200,445 მ 2 -ს შეადგენს, რაც წლიურად 5.3%-იან ზრდაა.
ნებადართული საცხოვრებელი ფართის 24% დიდ დიღომში იყო გაცემული, რასაც საბურთალო (21%) და ვაშლიჯვარი (14%) მოსდევს. პირველ ორ თვეში გაცემული ნებართვები ფართობი უბნების მიხედვით ასე გამოიყურება:
- დიდი დიღომი - 47 000 მ²
- საბურთალო 42 000 მ²
- ვაშლიჯვარი - 28 000 მ²
- სამგორი - 25 000 მ²
- კრწანისი - 13 000 მ²
- ვაკე - 7 000 მ²
- ჩუღურეთი - 5 000 მ²