რა ფასად ვყიდით ყირგიზეთში მანქანებს - ავტომობილების ექსპორტი გაორმაგდა
საქართველოდან ყირგიზეთში ავტომობილების ექსპორტის (რეექსპორტი) რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს 3 თვეში ყაზახეთში 5 803 ერთეული (221.969 მლნ აშშ დოლარი) ავტომობილი გავიდა, რაც გასულ წლებთან შედარებით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
შედარებისთვის, 2023 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან ყირგიზეთში 2 398 ერთეული ავტომობილი (87.123 მლნ აშშ დოლარი) გავიდა, 2022 წლის იგივე საანგარიშო პერიოდში 607 ერთეული (3.674 მლნ აშშ დოლარი), 2021 წლის 3 თვეში - 171 ერთეული (1.618 მლნ აშშ დოლარი) და ა.შ.
ამავე მონაცემების მიხედვით, გამოდის, რომ საქართველო ყირგიზეთში ავტომობილს, საშუალოდ, დაახლოებით, 38 ათას დოლარად ყიდის. თუმცა, ფასი გამოანგარიშებულია საშუალო მაჩვენებლით, შესაბამისად, შესაძლოა, საქართველოდან ყირგიზეთში ექსპორტირებული მანქანის ღირებულება 38 ათას აშშ დოლარზე ნაკლები, ან მეტი იყოს, შესაბამისი მარკისა და მოდელის მიხედვით. იხილეთ სრულად