10 ქვეყანა, სადაც ბენზინი ყველაზე ძვირი/იაფია - რომელ ადგილზეა საქართველო
Numbeo-მ 96 ქვეყანაში ბენზინის საშუალო ფასი შეისწავლა. კვლევაში მონაწილეთაგან 1 ლიტრი ბენზინი ყველაზე ძვირი ჰონგ-კონგში, ხოლო ყველაზე იაფი ლიბიაში ღირს.
რაც შეეხება საქართველოს, ის 96 ქვეყანას შორის მე-60 ადგილს იკავებს. აღნიშნული კვლევის თანახმად, 1 ლიტრი ბენზინის საშუალო ფასი საქართველოში 1.18-დოლარს შეადგენს.
კვლევის მიხედვით, ბენზინი ყველაზე ძვირი შემდეგ 10 ქვეყანაშია:
- ჰონგ-კონგი (ჩინეთი) - 3.01 დოლარი
- სინგაპური - 2.09 დოლარი
- ფინეთი - 2.08 დოლარი
- ნიდერლანდები - 2.06 დოლარი
- შვეიცარია - 2.05 დოლარი
- ალბანეთი - 2.05 დოლარი
- დანია - 2.04 დოლარი
- საბერძნეთი - 2.04 დოლარი
- ურუგვაი - 2.01 დოლარი
- ნორვეგია - 1.96 დოლარი