თბილისის რომელ უბანში შეძლებთ ბინის შეძენას ყველაზე იაფად - რომელია ძვირადღირებული უბნები
2024 წლის მარტში თბილისში 229.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც წლიურად 8.4%- იანი კლებაა. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, 2024 წლის მარტში პირველად ბაზარზე ბინის ფასების ზრდის დინამიკა შენარჩუნდა (თვიური 0.4%-იანი და წლიური 15.1%-იანი ზრდა).
ამასთან, ფასები გაიზარდა მეორად ბაზარზეც (თვიური 3.9% და 2.7% ზრდა ახალ და ძველ პროექტებზე, შესაბამისად).
„გალთ ენდ თაგარტის“ კვლევის თანახმად, 2024 წლის მარტში დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ბინების გასაყიდი საშუალო ფასი ასეთი იყო:
- მთაწმინდა - 2 533 აშშ დოლარი 1 კვ.მეტრი;
- ვაკე - 2 346 აშშ დოლარი 1 კვ.მეტრი;
- ჩუღურეთი - 1 611 აშშ დოლარი 1 კვ.მეტრი;
- კრწანისი - 1 482 აშშ დოლარი 1 კვ.მეტრი;
- საბურთალო - 1 474 აშშ დოლარი 1 კვ.მეტრი;
- ისანი - 1 233 აშშ დოლარი 1 კვ.მეტრი ;
- დიდუბე - 1 218 აშშ დოლარი 1 კვ.მეტრი;