რა ელის ლარს და გაძვირდება თუ არა პროდუქტი?! - ლადო პაპავას ანალიზი: სანქციების ეკონომიკური მეტასტაზები | Allnews.Ge

რა ელის ლარს და გაძვირდება თუ არა პროდუქტი?! - ლადო პაპავას ანალიზი: სანქციების ეკონომიკური მეტასტაზები

- ბოლო დღეებში რუბლი დოლართან მიმართებაში მკვეთრად გაუფასურდა. ეს აშშ-ის გადაწყვეტილების პირდაპირი შედეგია, რომელმაც ,მოსკოვის საფონდო ბირჟა დაასაქცირა?

- ნებისმიერი სანქციის გამოცხადება პროვოცირებას უკეთებს ეროვნული ვალუტის გაუფასურებას. საერთოდ, ყველა ვალუტა მგრძნობიარეა პოლიტიკური და ასევე ზოგიერთი არაპოლიტიკური განცხადების მიმართაც. ეს მთელ მსოფლიოში ასეა. სანქციების ახალი პაკეტის გამოცხადება, რა თქმა უნდა, რუსულ რუბლზე აისახა.

- რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების გათვალისწინებით, ჩვენს ბაზარზე მოახდენს ეს გავლენას?

- დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოსა და რუსეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობის საფუძველი მაინც დოლარია და მოსკოვს ეკონომიკურად ნამდვილად არ უნდა აწყობდეს დოლარის რუბლით ჩანაცვლება. ასე რომ, ამ ეტაპზე ამ თვალსაზრისით რაიმე განსაკუთრებულ საფრთხეს ვერ ვხედავ. თუმცა სულაც არ არის გამორიცხული, რაღაც მომენტში შეიძლება რუსეთმა მოითხოვოს, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა საქართველოსთან რუბლში იყოს, რათა თავისი ეროვნული ვალუტა მოთხოვნადი გახადოს.

- თუკი ასე მოხდება, ჩვენთვის ეს რა საფრთხის შემცველი იქნება? შეძლებს საქართველოს ხელისუფლება წინააღმდეგობის გაწევას?

- რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის მისაღები არ არის, რადგან რუბლი არ არის სტაბილური ვალუტა, რადგან რუსეთი აგრესორი ქვეყანაა და სანქცირებულია. თუმცა ჯერჯერობით რუსეთს ეს არ მოუთხოვია, მაგრამ გამორიცხული არაფერია...

- რუბლის ამ მკვეთრი გაუფასურების შემდეგ საქართველოში გამოითქვა მოსაზრებებიც, რომ რუსეთიდან გადმოვლენ, გაუფასურებული რუბლით აქ დოლარს იყიდიან და ეს სახიფათოა ჩვენი ფინანსური ბაზრისთვის. რამდენად რეალურია ეს საფრთხე და რა პრობლემები შეიძლება შეიქმნას?

- 1998 წელს, როდესაც რუსეთში მოხდა "შავი პარასკევი", დეფოლტი, მაშინ საქართველოში რუსეთიდან კონტრაბანდული ტვირთები შემოდიოდა სწორედ იმ მიზნით, რომ მოეცილებინათ თავისი არაკონდიციური საქონელი და დოლარები მიეღოთ. ამ მიზნით სხვა მექანიზმიც იქნა ამოქმედებული. კერძოდ, მაშინ რუსული სამხედრო ბაზები იქნა გამოყენებული, სადაც პირდაპირ სხდებოდნენ რუსული სამხედრო თვითმფრინავები და ჩამოჰქონდათ გაუფასურებული რუბლის კუპიურები, რათა თავიდან მოეშორებინათ და დოლარები ეყიდათ. ახლა სამხედრო ბაზები, თუ არ ჩავთვლით ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, რუსეთს საქართველოში არა აქვს. ამიტომ რუბლის კუპიურების ასე ჩამოტანა გამორიცხულია.

რაც შეეხება ჩვენს ბიზნესს, არა მგონია, მას არ ესმოდეს, რომ ბიზნესის რუსულ რუბლებში წარმოება არ აწყობს. ამიტომ თქვენ მიერ ხსენებული საფრთხე თეორიულად არ უნდა გამოვრიცხოთ, თუმცა მას ჯერჯერობით მნიშვნელოვნად არ აღვიქვამ.

- ჩემოდნებით რომ შემოიტანონ რუბლები ცალკეულმა მოქალაქეებმა და გადამცვლელ პუნქტებში გადაახურდაონ ევროსა და დოლარზე, ეს რა მასშტაბის შეიძლება იყოს და რა მოხდება?

- ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის არსებობს ეროვნული ბანკი და შეუძლია კანონის შესაბამისად იმოქმედოს.

- თეორიულად რომ ვიმსჯელოთ, ასეთი რამ ხომ ჩაითვლება დოლარზე დიდ მოთხოვნად, რაც ისევ ლარის კურსზე აისახება, რომელიც ბოლო პერიოდში ისედაც უფასურდება?

- რა თქმა უნდა. ის, რაც ლარს სჭირს, მოქალაქეებს უჩენს განცდას, რომ სავალუტო ბაზარზე არაკეთილსინდისიერი ოპერაციები განხორციელდა და ამაზე მინიშნება გააკეთა ჯერ პრემიერ-მინისტრმა და მერე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა. ამ შემთხვევაში უკვე ეროვნულმა ბანკმა თავისი მოვალეობა ბოლომდე უნდა შეასრულოს, რათა ასეთი არაკეთილსინდისიერი "მოთამაშეების" ქმედებები აღიკვეთოს.

- რა თანხაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, რომ ასეთი გავლენა მოეხდინა ლარის კურსზე? ვის შეიძლება ჰქონდეს ამის რესურსი?

- როცა ბაზარზე 60 მილიონი დოლარი გაიტანეს, აქედან ყველაზე დიდი ნაწილი ერთმა კომპანიამ შეისყიდა. ცხადია, ამას შესაბამისი რესურსი სჭირდება და მხოლოდ რამდენიმე "მსხვილ" სუბიექტს შეუძლია ამის გაკეთება. სავალუტო ბაზრის ე.წ. რიგითი მონაწილეები ამას ვერ შეძლებენ. იხილეთ სრულად