სად არის უძრავი ქონება უფრო მოთხოვნადი? -თბილისის 3 უბანი, სადაც ყველაზე მეტი და ნაკლები ბინა იყიდება | Allnews.Ge

სად არის უძრავი ქონება უფრო მოთხოვნადი? -თბილისის 3 უბანი, სადაც ყველაზე მეტი და ნაკლები ბინა იყიდება

2024 წლის მაისში თბილისში 3 197 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 7.9%-იანი და თვიურად 0.7%-იანი კლებაა. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.

კვლევის ავტორთა შეფასებით, ტრანზაქციების რაოდენობის შემცირება დაფიქსირდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე.

„გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაზე დაყრდნობით, გთავაზობთ, დედაქალაქში 3-3 უბანს, სადაც ყველაზე მეტი და ნაკლები ბინა გაიყიდა მაისში.

კვლევის თანახმად, მაისში მთლიან ბაზარზე გაყიდული ბინების ყველაზე მეტი ტრანზაქცია დაფიქსირდა შემდეგ უბნებში:

  • დიდი დიღომი - 639 ბინა გაიყიდა ;
  • საბურთალო - 543 ბინა გაიყიდა;
  • სამგორი - 495 ბინა გაიყიდა.

იხილეთ სრულად