რამდენი მილიონი გამოიმუშავა საქართველოს ნაკრებმა UEFA-სგან? | Allnews.Ge

რამდენი მილიონი გამოიმუშავა საქართველოს ნაკრებმა UEFA-სგან?

საქართველოს ნაკრები მერვედფინალში გასვლისთვის UEFA-სგან 1,5 მლნ ევროს მიიღებს. ამას ევრო 2024-ის საპრიზო ფონდის განაწილების სისტემა ითვალსიწინებს, რომელიც UEFA-მ თავის ვებგვერდზე ჯერ კიდევ 2023 წლის 2 დეკემბერს გამოაქვეყნა.

ამასთან, ნაკრებმა ევრო 2024-ზე მონაწილეობისთვის 9.25 მლნ ევრო, ჩეხეთთან მატჩში ერთი ქულის მოპოვების შედეგად 500 000 ევრო, ხოლო პორტუგალიის გუნდთან მოგებით 1 მლნ ევრო გამოიმუშავა.

მთლიანობაში, საქართველოს ნაკრებისთვის განკუთვნილი UEFA-ს საპრიზო თანხის ოდენობა უკვე 12.25 მლნ ევროს შეადგენს.