„ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ ნაკისრი თანხები რეგიონის სხვა ქვეყნებზე გადანაწილდება“- რას აცხადებს ევროპული კვლევების ცენტრი? | Allnews.Ge

„ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ ნაკისრი თანხები რეგიონის სხვა ქვეყნებზე გადანაწილდება“- რას აცხადებს ევროპული კვლევების ცენტრი?

„ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ ნაკისრი თანხები რეგიონის სხვა ქვეყნებზე გადანაწილდება“,- ამის შესახებ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა და რონდელის ცენტრის მკვლევარმა კახა გოგოლაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებების შეფასებისას განაცხადა.

როგორც ის bpn-თან საუბრისას აღნიშნავს, შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირის მხრიდან სანქციები უკვე მოქმედებს, რადგან მათი ყველა პროექტის დაფინანსება უკვე შეჩერებულია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა გუშინ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. პაველ ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების შეთანხმებით, საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ამასთან, ელჩმა აღნიშნა, რომ 30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის იგეგმებოდა, გაყინულია.

რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივას, პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ რამდენად სწრაფად გახდება საქართველო ევროკავშირის წევრი, თავად ქართველებზეა დამოკიდებული.

ამასთან, ელჩმა მოსალოდნელ სანქციებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში არსებულ სიტუაციას და ერთ-ერთი შესაძლო ზომა არის სანქციები, თუმცა ამ მომენტისთვის ერთსულოვნება არ არსებობს.

“შეიძლება ითქვას, რომ სანქციები უკვე მოქმედებს. ევროკავშირის პროგრამების გადახედვა მიმდინარეობს და იმ დახმარებების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც ჩვენ ვიღებდით ევროკავშირისგან, უკვე შეჩერებულია, უკვე ფერხდება შესაბამისი პროექტების დაფინანსება (იმ პროექტებზე, რომელიც ჩაშვებული იყო, უკვე აღარ იღებენ დაფინანსებას). აქ საუბარია იმაზე, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ ნაკისრი თანხები რეგიონის სხვა ქვეყნებზე გადანაწილდება, ეს უკვე არის ყველაზე მნიშვნელოვანი სანქცია. იხილეთ სრულად