რა ქონებას ფლობს საქართველოს ახალი გენერალური პროკურორი | Allnews.Ge

რა ქონებას ფლობს საქართველოს ახალი გენერალური პროკურორი

საქართველოს ახალი გენერალური პროკურორი ჰყავს. აღნიშნულ პოსტზე, პარლამენტმა, 6 წლის ვადhttps://www.bpn.ge/article/127514-ra-konebas-plobs-sakartvelos-axali-generaluri-prokurori/ით, გიორგი გაბიტაშვილი 80- ხმით აირჩია.

შეგახსენებთ, რომ ის 2013 წლიდან დღემდე გენერალური პროკურორის მოადგილე იყო.

გიორგი გაბიტაშვილის მიერ, გასული წლის აგვისტოში შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მის ოჯახის წევრები არიან დედა, მეუღლე და ორი შვილი.

დოკუმენტის თანახმად, თავად ფლობს 2 ბინას თბილისში, რომელთა ჯამური ღირებულება 145 000 აშშ დოლარია, ასევე 3 მიწის ნაკვეთს, თბილისსა და სოფელ ორბეთში.

ახალი პროკურორის დედის საკუთრებაშია: თბილისში მემკვიდრეობით გადაცემული საცხოვრებელი სახლი , ბინა, არასაცხოვრებელი ფართი და ორი მიწის ნაკვეთი.

გიორგი გაბიტაშვილის ცოლის სახელზეა, საკუთარ სახსრებით, 200 000 აშშ დოლარად შეძენილი მიწის ნაკვეთი თბილისში, დაბა წყნეთში და 19 813 აშშ დოლარიანი მსუბუქი ავტომანქანა lexus nx 300. იხილეთ სრულად