საქართველოს საზღვარი 249 384-მა ტრაილერმა გადაკვეთა - რა შემოსავალი მიიღო ქვეყნის ბიუჯეტმა? | Allnews.Ge

საქართველოს საზღვარი 249 384-მა ტრაილერმა გადაკვეთა - რა შემოსავალი მიიღო ქვეყნის ბიუჯეტმა?

სატვირთო ავტომობილების გატარებიდან მიღებული შემოსავალი გაიზარდა. ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, 2024 წლის 6 თვეში ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 87,284,688 ლარი შევიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 86,713,584 ლარი.

შესაბამისად, 2024 წლის იანვარ-ივნისში ბიუჯეტში გზათსარგებლობის საფასურით მიღებული შემოსავალი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 571 104 ლარით გაიზარდა.

არსებული ფინანსური მაჩვენებლებიდან გამომდინარეობს, რომ 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს დერეფანი 249 384-მა სატვირთომ გადაკვეთა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 247 753-მა ტრაილერმა. იხილეთ სრულად