წელს ქართული ღვინის 71% რუსეთში გავიდა - როგორია ექსპორტის მაჩვენებელი | Allnews.Ge

წელს ქართული ღვინის 71% რუსეთში გავიდა - როგორია ექსპორტის მაჩვენებელი

საქართველოდან ღვინის ექსპორტი იზრდება. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2024 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით (იანვარ-ივნისი) საქართველოდან მსოფლიოს 61 ქვეყანაში ექსპორტირებულია 54.376 ტონა, 156.066 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაოდენობრივმა - 26%, ხოლო შემოსავლების ზრდამ 24% შეადგინა. კერძოდ, შარშან ქვეყნიდან 125.713 მილიონი დოლარის ღირებულების 43.339 ტონა ღვინო გავიდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ყველაზე დიდი ოდენობით ქართული ღვინო რუსეთში გაიყიდა, სადაც მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ექსპორტირებული ღვინის ღირებულებამ 111.1 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, მოცულობა კი 40.826 ტონა იყო.

შემდეგ მოდის პოლონეთი, სადაც 7.834 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 3.117 ტონა ღვინო გავიდა ექსპორტზე. იხილეთ სრულად