„თბილისში გასაქირავებელი ფასი შესამჩნევად შემცირდა“ - რა ღირს ქირა დედაქალაქში
თბილისში ქირის ფასმა შესამჩნევად დაიკლო, - ამის შესახებ აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვაში.
უფრო კონკრეტულად, ივნისში დედაქალაქში კვადრატულის გასაქირავებელი ფასი 11.6 დოლარს გაუტოლდა. კვლევის თანახმად, ფასი თვიურად 3.3%-ით, ხოლო წლიურად 8.3%-ით არის შემცირებული.